მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

„სტრუქტურული რეორგანიზაციისა და კონკურსის გამოცხადების შესახებ“ სტუ-ს რექტორის 2021 წლის 01 ივლისის #656496 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

„სტრუქტურული რეორგანიზაციისა და კონკურსის გამოცხადების შესახებ“ სტუ-ს რექტორის 2021 წლის 01 ივლისის #656496 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

30-07-2021

  1. ეპიდვითარებასთან დაკავშირებით უნივერსიტეტის დამხმარე პერსონალის კონკურსზე კონკურსანტთა ნაწილის დაგვიანებით გამოცხადების გამო, შეტანილი იქნეს ცვლილება „სტრუქტურული რეორგანიზაციისა და კონკურსის გამოცხადების შესახებ“ სტუ-ს რექტორის 2021 წლის 01 ივლისის #656496 ბრძანებაში და ბრძანების მე-16, მე-17 და მე-18 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
    „16. კონკურსის შედეგები გამოქვეყნდეს არა უგვიანეს 2021 წლის 02 აგვისტოს.
    17. პრეტენზიების თაობაზე განაცხადები მიიღება 2021 წლის 04 აგვისტოს ჩათვლით, საპრეტენზიო კომისიაში უნივერსიტეტის კანცელარიის მეშვეობით.
    18. კონკურსის საბოლოო შედეგების წარმოდგენის ვადად განისაზღვროს 2021 წლის 07 აგვისტო.“
  2. ბრძანება გამოქვეყნდეს უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე და მისი გაცნობა  სტრუქტურული ერთეულებისათვის უზრუნველყოს სტუ-ს კანცელარიამ.
  3. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს გამოქვეყნებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოში (მდებარე: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, #64).





 

სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11