აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსში მონაწილეობის მსურველთა საყურადღებოდ
28-07-2021
65 წლისა და მეტი ასაკის მქონე პირის მიერ აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსში მონაწილეობის მსურველებს ვაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 29 ივლისს, 13:00 საათზე, ჩატარდება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს სხდომა, რომელზეც კონკურსს გაივლიან ის პირები, რომლებმაც საპატიო მიზეზის გამო ვერ შეძლეს კონკურსში მონაწილეობის მიღება.
სტუ-ის აკადემიური საბჭოს სხდომა ჩატარდება ადმინისტრაციულ კორპუსში, მე-3 სართულზე, დიდ დარბაზში.