21-08-2008
ბიზნეს მენეჯმენტის სასწავლო ცენტრი
საუნივერსიტეტო ცენტრის მიზანია მსმენელთათვის ბიზნეს მენეჯმენტის, როგორც მნიშვნელოვანი პროფესიული სფეროს გაცნობა. კერძოდ, მსმენელები გაეცნობიან ბიზნესის მენეჯმენტის ძირითად პრინციპებს, კერძო ბიზნესის წარმატებული მართვის ზოგად მეთოდებს, მენეჯმენტის საკანონმდებლო რეგულირებას, ბიზნესის მმართველის ზოგად უნარ-ჩვევებს, მართვასთან დაკავშირებული პრობლემატიკის ოპერატიულად და ეფექტურად გადაწყვეტის გზებს.
სასწავლო პროგრამა შემუშავებულია სტუ-ს პროფესორთა და პრაქტიკოსი მენეჯერების მიერ.
სწავლება იწარმოებს ქართულ ენაზე.
კურსის ხანგრძლივობაა 2 თვე.
მსმენელთა მიღება იგეგმება 1 ოქტომბრიდან 15 ოქტომბრამდე.
წარმოსადგენი საბუთები:
- ავტობიოგრაფია (CV)
- ბიზნეს მენეჯმენტის სასწავლო ცენტრში სწავლის მოტივაცია
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ პროგარმის კოორდინატორს, ნანა ნიორაძეს, ტელეფონები: 822. 365294, 899. 446815
სიახლეებში დაბრუნება