მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი დავით გურგენიძე კურსდამთავრებულებს მიმართავს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი დავით გურგენიძე კურსდამთავრებულებს მიმართავს

02-08-2021



ძვირფასო კურსდამთავრებულებო,

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, პროფესორ-მასწავლებლებისა და ადმინისტრაციის სახელით, გილოცავთ უნივერსიტეტში სწავლის დასრულებას.

თქვენ მიიღეთ განათლება სამხრეთ კავკასიის ერთ-ერთ უძველეს უმაღლეს საინჟინრო-ტექნოლოგიურ სკოლაში, რომელმაც საუკუნოვანი ისტორიის მანძილზე არაერთი გამოჩენილი მეცნიერი, ინჟინერ-ტექნოლოგი და მკვლევარი აღზარდა.

თქვენ მათი სახელოვანი გზის გამგრძელებლები ხართ და დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენი მომავალი თაობები ასევე იამაყებენ თქვენი წარმატებით.

სამწუხაროა, რომ კოვიდპანდემიის გამო უჩვეულო ვითარებაში მოგვიწია სასწავლო პროცესის წარმართვა - თქვენ ბოლომდე ვერ განიცადეთ სტუდენტური წლების სილაღე, ჩვენ კი დაგვაკლდა თქვენთან პირადი ურთიერთობის სითბო. მიუხედავად ამისა, ერთად შევძელით დაგვეძლია ყველა სირთულე და თქვენი მომავალი მიღწევებისთვის მყარი საფუძვლის შექმნა.

ბედნიერებას გისურვებთ პირად ცხოვრებაში და იმედი გვაქვს, რომ იქნებით წარმატებული, როგორც პროფესიულ, ასევე, სახელმწიფო თუ საზოგადოებრივ საქმიანობაში, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას კი ჩვენი სამშობლოს აღმშენებლობას მოახმართ.

არ გემშვიდობებით.

გვჯერა, რომ გაგრძელდება თქვენი მჭიდრო კავშირი მშობლიურ უნივერსიტეტთან. მრავალი თქვენგანი აქტიურ მონაწილეობას მიიღებს უნივერსიტეტის შემდგომ განვითარებაში და ღირსეულად გააგრძელებს უფროსი თაობების შექმნილ ტრადიციებს. გვჯერა, ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ ახალი გამოწვების გამკლავებას და ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი მრავალი პროექტის განხორციელებას.


საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი,

პროფესორი დავით გურგენიძე


 

სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11