მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საპატიო დოქტორმა, პოლკოვნიკმა გოგი კვარაცხელიამ ეგვიპტის პირამიდების მშენებლობის საიდუმლოს მიაკვლია

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საპატიო დოქტორმა, პოლკოვნიკმა გოგი კვარაცხელიამ ეგვიპტის პირამიდების მშენებლობის საიდუმლოს მიაკვლია

30-07-2021



საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მაღალი სიზუსტის მექატრონული ტექნოლოგიების საუნივერსიტეტო სამეცნიერო კვლევით ცენტრში გაიმართა ინოვაციური პროექტების პრეზენტაცია, რომელზეც განიხილეს ამავე ცენტრის უფროსის, მრავალი გამოგონებისა და სამეცნიერო ნაშრომების ავტორის, სტუ-ის საპატიო დოქტორის, პოლკოვნიკ გოგი კვარაცხელიას მიერ წარმოდგენილი ეგვიპტის პირამიდების, კერძოდ, ხეოფსის დიდი პირამიდის მშენებლობისადმი ახალი, უნიკალური მიდგომა.

 პრეზენტაციას უნივერსიტეტის ინჟინერ-მეცნიერთა ჯგუფი ესწრებოდა.

 წარმოდგენილი პროექტის ახალი საინჟინრო კონსტრუქციული გადაწყვეტის განხილვის შემდეგ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა დავით გურგენიძემ მხარი დაუჭირა კონსტრუქციის მაკეტისა და პირამიდის მშენებლობის ანიმაციის იდეას და კვლევებს.

იხილეთ პირამიდის მშენებლობის ვიდეოანიმაცია


 

სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11