მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

სტუ-ის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის გარემოსდაცვითი ინჟინერიისა და ეკოლოგიის დეპარტამენტმა სტუდენტებისთვის ვორქშოფი ჩაატარა

სტუ-ის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის გარემოსდაცვითი ინჟინერიისა და ეკოლოგიის დეპარტამენტმა სტუდენტებისთვის ვორქშოფი ჩაატარა

21-07-2021



საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის გარემოსდაცვითი ინჟინერიისა და ეკოლოგიის დეპარტამენტმა 19-20 ივლისს, საქართველოს ნარჩენების მართვის ასოციაციასთან თანამშრომლობით, სტუდენტებში ნარჩენების მართვის, პოპულარიზაციისა და ცნობიერების ამაღლების კამპანიის ფარგლებში, ჩაატარა ორდღიანი ვორქშოფი თემაზე: "მყარი ნარჩენების მართვის თანამედროვე პრაქტიკა და საქართველო”. 

თეორიულ სესიას უძღვებოდნენ:  გარემოსდაცვითი ექსპერტი გიორგი გულიაშვილი, საქართველოს ნარჩენების მართვის ასოციაციის დამფუძნებელი და პრეზიდენტი, სოციალური საწამო 7R დამფუძნებელი მარი ბენდელიანი, ჟურნალისტი და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი, ნარჩენების მართვის ასოციაციის ბორდის წევრი ანა ცხადაძე, საბურავების გადამამუშავებელი კომპანია TRC-ის დამფუძნებელი, დირექტორი ზურაბ ბაზღაძე. 

ვორქშოპის მონაწილეებმა დაათვალიერეს საწარმოები: შპს “სანიტარი”, შპს “ჯეო მულჩი” და შპს “ეკო ჯეო პეტ”. 


წარჩინებულ მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები 



სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11