საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის გამოყენებითი გეოლოგიის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, პროფესორმა მარინე მარდაშოვამ, გიორგი ტლაშაძემ და დოქტორანტმა თამარ მიქავამ მონაწილეობა მიიღეს საერთაშორისო ჰიდროგეოლოგთა ასოციაციის მიერ ბუდაპეშტში ორგანიზებულ გეოფლუიდების შესახებ საერთაშორისო სიმპოზიუმში (International Symposium of Geofluids).
სიმპოზიუმი 7 – 9 ივლისს ონლაინრეჟიმში გაიმართა. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მკვლევრებმა სიმპოზიუმზე წარდგინეს მოხსნება - „თერმული წყლების გამოყენების პერსპექტივები“.
სიმპოზიუმის მონაწილეებს სერთიფიკატები გადაეცათ.