მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

სტუდენტებისთვის მყარი ნარჩენების მართვის თანამედროვე პრაქტიკის შესახებ ვორქშოფი გაიმართება

სტუდენტებისთვის მყარი ნარჩენების მართვის თანამედროვე პრაქტიკის შესახებ ვორქშოფი გაიმართება

09-07-2021


2021 წლის 19-20 ივლისს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის გარემოსდაცვითი ინჟინერიისა და ეკოლოგიის დეპარტამენტი და საქართველოს ნარჩენების მართვის ასოციაცია მართავენ ერთობლივ ორდღიან ვორქშოფს თემაზე: "მყარი ნარჩენების მართვის თანამედროვე პრაქტიკა საქართველოში"

I დღე - 19 ივლისი
ვორქშოფს ჩაატარებენ ტრენერები:
  • გიორგი გულიაშვილი - გარემოსდაცვითი ექსპერტი, საქართველოს ნარჩენების მართვის ასოციაციის დამფუძნებელი და პრეზიდენტი
  • მარი ბენდელიანი - სოციალური საწარმო "7R"-ის დამფუძნებელი, ნარჩენების ასოციაციის ბორდის წევრი
  • ანა ცხადაძე - ჟურნალისტი, საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი, ნარჩენების მართვის ასოციაციის ბორდის წევრი
  • ზურაბ ბაზღაძე - საბურავების გადამამუშავებელი კომპანია "TRC"-ის დამფუძნებელი, დირექტორი; ნარჩენების მართვის ასოციაციის მმართველი ბორდის წევრი
ხანგრძლივობა: 6 საათი (2 შესვენებით).

II დღე - 20 ივლისი 
სტუდენტების ვიზიტი მყარი ნარჩენების გადამამუშავებელ საწარმოებში:
  • შპს "სანიტარი"
  • შპს "ჯეო მულჩი" 
  • შპს "ეკო ჯეო პედი".
ვორქშოფის დღის წესრიგი

სარეგისტრაციო ანკეტა

ცნობისათვის: სტუდენტებისთვის ვორქშოფში მონაწილეობა უფასოა.

საკონტაქტო პირი: 
მაია ქავთარაძე - სტუ-ის გარემოსდაცვითი ინჟინერიისა და ეკოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი,
ვორქშოფის ორგანიზატორი; 
+995 599 360 110

ekologia404@gtu.ge


სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11