მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

თბილისიმარათონი 2021 ტრადიციულ ფორმატში ბრუნდება

თბილისიმარათონი 2021 ტრადიციულ ფორმატში ბრუნდება

08-07-2021


დედაქალქის ყველაზე მასშტაბური სპორტული ღონისძიება - თბილისიმარათონი 10 წლის ხდება!

ღონისძიების ჩატარების თარიღია 2021 წლის 26 სექტემბერი! 
  • რეგისტრაციისთვის ჯამში 3000 ადგილია თავისუფალი:
  • 10 კილომეტრიანი გარბენი - 2000 ადგილი
  •  ნახევარმარათონი - 1000 ადგილი
  • ბავშვების გარბენი (ორივე ასაკობრივ კატეგორიაში: 6-10 წელი; 11-15 წელი) - 250-250 ადგილი
წელს რეგისტრაციის 2 სხვადასხვა ეტაპია:
      რეგისტრაციის გახსნიდან აგვისტოს ბოლომდე:
  • 10 კილომეტრიანი გარბენი - 25ლ
  • 21.1 კილომეტრი (ნახევარმარათონი) - 30ლ
სექტემბრიდან რეგისტრაციის დახურვამდე:
  • 10 კილომეტრიანი გარბენი - 35ლ
  • 21.1 კილომეტრი (ნახევარმარათონი) - 40ლ
ბავშვების ორივე ასაკობრივი კატეგორიისთვის რეგისტრაცია უფასოა.

რაოდენობრივი ლიმიტების ამოწურვისას სარეგისტრაციო ბმული ავტომატურად იხურება.

რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს: https://tbilisimarathon.ge/geo/registration/

შემოსული თანხა სრულად გადაეცემა ბენეფიციარს.

არ ჩამორჩე ქალაქის ყველაზე მასშტაბურ გარბენს!
გახდი დიდი მომენტების ნაწილი!

თბილისმარათონი ფეისბუქზე: 
https://www.facebook.com/Tbilisimarathon
ღონისძიების ბმული: https://www.facebook.com/events/975814259914620/?ref=newsfeed

მნიშვნელოვანი ინფორმაცია ღონისძიების ორგანიზატორებისგან: 
მთელს მსოფლიოში და მათ შორის ჩვენს ქვეყანაში შექმნილი სიტუაციის გათვალისწინებით იმის რისკი, რომ პანდემიის მდგომარეობის გამწვავების შემთხვევაში ღონისძიება არ შედგეს, მაინც არსებობს. სწორედ ამიტომ, სრული გამჭვირვალობისთვის, წინასწარ გაწვდით ინფორმაციას იმის შესახებ, რომ თბილსიმარათონის ორგანიზატორებისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, თბილისიმარათონის გაუქმების შემთხვევაში, რეგისტრაციის თანხის დაბრუნება არ მოხდება და შემოსული თანხა ავტომატურად სრულად გადაეცემა ბენეფიციარს.

სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11