მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

სიახლე ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკისგან

სიახლე ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკისგან

08-07-2021

ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკის მკითხველებს „საბას“ 6500-ზე მეტ ელექტრონულ წიგნზე, პოდკასტსა და ონლაინ ლექციაზე 6 თვის განმავლობაში უფასო წვდომა ექნებათ.

პროექტი ხორციელდება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკასა და ელექტრონული წიგნების პლატფორმა „საბას“ შორის თანამშრომლობის ფარგლებში. 

ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა (ესბ) ახალი პროდუქტებისა და მომსახურებების შეთავაზებით მუდმივად ცდილობს შექმნას კომფორტული გარემო,  უფრო სასიამოვნო გახადოს კითხვის პროცესი და მკითხველთან ურთიერთობა. ამ მიზნით, ბიბლიოთეკა საგანმანათლებლო დაწესებულებებს შესაძლებლობას აძლევს, უფასოდ მიიღონ "საბას" სარეგისტრაციო კოდი და ჰქონდეთ წვდომა ელექტრონულ მასალაზე კოდის გააქტიურებიდან 6 თვის

განმავლობაში. „საბას“ სარეგისტრაციო კოდის მიღება შესაძლებელია მხოლოდ  ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკ აში  დარეგისტრირებული მკითხველებისთვის.

იმ შემთხვევაში, თუ მკითხველი  ჯერ კიდევ არ არის რეგისტრირებული, ასბ-ს უნდა მიმართოს დისტანციურად:

ესბ-ის  Facebook-ის გვერდის მისამართზე: https://www.facebook.com/NSLGeorgia

ან მიწეროს ელ-ფოსტაზე: abon@sciencelib.ge 

სარეგისტრაციო კოდის მიღება მსურველებს შეუძლიათ მათ მიერ მითითებულ მოქმედ ელ.ფოსტაზე.

წიგნების წაკითხვა შესაძლებელია მხოლოდ Android- ის ან IOS -ის სისტემის მეშვეობით.


სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11