05-07-2021
ჩეხეთის რესპუბლიკის ჰრადეც კრალოვეს უნივერსიტეტი (University of Hradec Králové - UHK) სტუ-ს სტუდენტებისთვის ონლაინ სასწავლო კურსებს აცხადებს.
ჰრადეც კრალოვეს უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი სტუ-ს სტუდენტებს სთავაზობს ონლაინკურსებს 2021/2022 სასწავლო წლის საგაზაფხულო სემესტრისთვის.
ონლაინკურსების პერიოდია 2022 წლის თებერვალ-ივნისი.
ჰრადეც კრალოვეს უნივერსიტეტში წარსადგენი საბუთების ჩამონათვალი, ასევე, სასწავლო კურსები და სხვა სასარგებლო ინფორმაცია იხილეთ
აქ, ასევე,
აქ.
სასწავლო კურსების თემატიკა მოიცავს ისეთ სამეცნიერო მიმართულებებს, როგორიცაა:
- არქეოლოგია
- საარქივო მეცნიერება
- ისტორია
- პოლიტიკური მეცნიერებები
- სოციოლოგია
- სოციალური მუშაობა
სტუ-ს საერთაშორისო ურთიერთობათა და სტანდარტების სამსახურში
სააპლიკაციო განაცხადები მიიღება 2021 წლის 1-ლი სექტემბრიდან 13 სექტემბრმდე. უცხოურ ენაში გამოცდა ჩატარდება 15 სექტემბრამდე.
პროგრამაში მონაწილეობის მსურველებმა, სააპლიკაციო განაცხადების ელექტრონული ვერსიები, ასევე, უნდა გადააგზვნონ ელ.ფოსტაზე:
erasmusplus@gtu.ge
სასწავლო პროგრამა უფასოა და კოორდინატორი უნივერსიტეტის მიერ სტუ-სთვის გათვალისწინებულია კვოტა 4 სტუდენტის ოდენობით.
საკონტაქტო პირი:
ტომაშ ჰერჩიკი (Tomáš Herčík)
კოორდინატორი საერთაშორისო ოფისი
ელ.ფოსტა:
tomas.hercik@uhk.cz
სიახლეებში დაბრუნება