2021 წლის 25 ივნისს სტუ-ს სამეცნიერო და ტექნიკური ინფორმაციის ინსტიტუტმა ტექინფორმი, როგორც FAO AGRIS-ის და FAO AGROVOC-ის საინფორმაციო სერვისების ნაციონალურმა ჰაბმა გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის FAO მხარდაჭერით წარმატებით ჩააატარა სემინარი/სწავლება თემაზე - "საქართველოს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო მონაცემების ხილვადობისა და ხელმისაწვდომობის გაზრდა FAO AGRIS & AGROVOC საშუალებით".
სემინარში მონაწილეობა მიიღო 70-ზე მეტმა სპეციალისტმა საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან (თბილისი, ბათუმი, თელავი, ახალციხე, ქუთაისი), მათ შორის ბიბლიოთეკარებმა, ჟურნალების გამომცემლებმა და მკვლევარებმა. ტრენინგს დაესწრნენ უცხოელი პარტნიორები და FAO-ს ოფიციალური წარმომადგენლები.
ღონისძიებაზე პრეზენტაცია წარმოადგინეს ინსტიტუტის დირექტორმა - ნელი მახვილაძემ და დირექტორის მოადგილემ - მარინა რაზმაძემ.
სემინარის ბოლოს გაიმართა საინტერესო დისკუსია და კითხვებზე პასუხი. ყველა მონაწილეს გადაეცემათ სერტიფიკატები.