მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა ბეჟას პოლიტექნიკურ ინსტიტუტში - 2021/22 სასწავლო წლის საშემოდგომო სემესტრი

ERASMUS+ გაცვლითი პროგრამა ბეჟას პოლიტექნიკურ ინსტიტუტში - 2021/22 სასწავლო წლის საშემოდგომო სემესტრი

05-07-2021

2021-2022 აკადემიური წლის საშემოდგომო სემესტრისთვის (I სემესტრი) ბეჟას პოლიტექნიკური ინსტიტუტი (Polytechnic Institute of Beja - IPBeja) (ბეჟა, პორტუგალია) ERASMUS+ გაცვლითი პროგრამის KA107 პროექტის ფარგლებში კონკურსს  აცხადებს.

შერჩევის პროცედურა:

აკადემიური პერსონალისთვის

საბუთების მიღება დაიწყება 2021 წლის   1 სექტემბრიდან და გაგრძელდება 13 სექტემბრამდე
შიდასაუნივერსიტეტო ტესტირება უცხოურ ენაში ჩატარდება 2021 წლის 15 სექტემბრამდე

ბეჟას პოლიტექნიკურ ინსტიტუტში Erasmus+ მობილობასთან დაკავშირებით დამატებითი სასარგებლო ინფორმაცია იხილეთ აქ.

აკადემიური პერსონალის შერჩევის პროცესში გათვალისწინებული იქნება CV, მათ მიერ წარმოდგენილი სამუშაო გეგმა, უცხოური ენის ცოდნის მაღალი დონე და მოტივაცია.

პერსონალის მობილობა განხორციელდება ბეჟას პოლიტექნიკურ ინსტიტუტში ნომინირებისა და მიმღები უნივერსიტეტიდან დასტურის მიღების შემდეგ, 2021 წლის 25-29 ოქტომბერს. შერჩეული თანამშრომლები მონაწილეობას მიიღებენ ბეჟას პოლიტექნიკური უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კვირეულში. კვირეულის წინასწარი პროგრამა იხილეთ აქ (უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ინტერინსტიტუციონალური ხელშეკრულებით განსაზღვრულია 2 აკადემიური პერსონალის მობილობა ბეჟას პოლიტექნიკურ ინსტიტუტში. პრიორიტეტი მიენიჭება ისეთ სამეცნიერო მიმართულებებს, როგორიცაა სოფლის მეურნეობა, კვების ტექნოლოგია, გარემოს დაცვა).

სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11