პროგრამის - Horizon Europe ფარგლებში ევროკომისიამ მარია სკლოდოვსკა კიურის აქტივობების (Marie Skłodowska-Curie Actions-თვის) კონკურსი გამოაცხადა.
2021 წლის მარია სკლოდოვსკა-კიურის აქტივობების ფარგლებში ( 822 მილიონი ევრო) გამოცხადებული კონკურსის მიზანია გამოცდილი მკვლევარების შემოქმედებითი და ინოვაციური პოტენციალის გაძლიერება, მათთვის ახალი უნარების შეძენა, კვალიფიკაციის კიდევ უფრო ამაღლება.
ამასთანავე, კონკურსი ხელს შეუწყობს მკვლევარების ტრენინგებს, უნარებსა და კარიერულ განვითარებას.