მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

სამშენებლო კომპანია „პრაიმ ბეტონი“ სხვადასხვა პოზიციაზე ვაკანსიას აცხადებს

სამშენებლო კომპანია „პრაიმ ბეტონი“ სხვადასხვა პოზიციაზე ვაკანსიას აცხადებს

01-07-2021

სამშენებლო კომპანია „პრაიმ ბეტონი“ სხვადასხვა (გეოდეზისტი;  სერვისის მენეჯერისაპორტო /საზღვაო მშენებლობის პროექტის მენეჯერი ) პოზიციაზე ვაკანსიას აცხადებს.

გეოდეზისტი

კომპანიის და მისი საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად იხილეთ ლინკი: www.primeconcrete.ge

სამუშაო პირობები

  • პოზიციის დასახელება: გეოდეზისტი
  • სამუშაო განაკვეთი: სრული
  • სამუშაო ადგილი : პროექტის ადგილმდებარეობის მიხედვით (დასავლეთ საქართველო)

სამუშაო აღწერილობა

  • საინჟინრო ნახაზების მიხედვით სამუშაოს მოცულობის დათვლა;
  • ნიშნულების და კოორდინატების კონტროლი;
  • სამუშაო ნახაზების შემოწმება და კონტროლი;
  • საშემსრულებლო ნახაზების დამზადება;
  • ტერიტორიის აგეგმვა და შენობა-ნაგებობების კვლევა;
  • ტოპოგრაფიული რუქის მოსამზადებლად საველე და კამერალური აზომვა/დამუშავება;
  • დაკვალვის სამუშაოების შესრულება ელექტროტახომეტრის საშუალებით;
  • საველე მონაცემების დამუშავება და შესაბამისი დოკუმენტების მომზადება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • უმაღლესი ან პროფესიული განათლება სამშენებლო ინჟინერიის მიმართულებით;
  • ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
  • პროგრამების ცოდნა: AutoCAD, CIVIL 3D, Microsoft Office;
  • ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

 სერვისის მენეჯერი 

სერვისის მენეჯერის მთავარი ფუნქციაა უზრუნველყოს  სამშენებლო ტექნიკის მაქსიმალური ხელმისაწვდომობა მათი მოვლისა და შეკეთების პროცესების ეფექტურად მართვით. ამ მიზნით იგი ახორციელებს როგორც მექანიკოსებების საქმიანობის კოორდინირებას, ასევე უზრუნველყოფს ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესების დაცულობას.

სამუშაო პირობები

  • პოზიციის დასახელება: სერვისის მენეჯერი
  • სამუშაო განაკვეთი: სრული
  • სამუშაო ადგილი :ფოთი

სამუშაო აღწერილობა

  • ტექნიკის შეუფერხებლად მუშაობის მიზნით, ტექნიკური სერვისისა და სხვა საჭირო რესურსისდაგეგმარება და მართვა;
  • „ბრეიქდაუნის“ მიზეზის იდენტიფიცირება და სწრაფი რეაგირება მის მოსაგვარებლად;
  • გეგმების შესრულების მაჩვენებლის განსაზღვრა და კონტროლი;
  • სერვისის მართვის პროცესების ოპტიმალური ვარიანტის შემუშავება და დანერგვა;
  • მენეჯმენტისთვის ყოველთვიური რეპორტების მომზადება მანქანა-დანადგარებზე, სერვისზე და ზოგადად ოპერაციების ეფექტურებაზე;
  • ავტოპარკის მუდმივ განვითარებაზე ზრუნვა;
  • კადრების მუდმივ განვითარებაზე ზრუნვა და ტექნიკის ექსპლუატაციასთან დაკავშირებული ტრეინინგების უზრუნველყოფა.

საპორტო /საზღვაო მშენებლობის პროექტის მენეჯერი

პროექტის მენეჯერის მიზანია შეასრულოს სამშენებლო პროექტი დაგეგმილ ვადებსა და ბიუჯეტში, და შესაბამისად:

  • განსაზღვროს პროექტის სამიზნე შედეგები;
  • უზრუნველყოს პროექტის დაგეგმარება და განხორციელების კოორდინაცია;
  • სამუშაოზე პერსონალის აყვანა, დათხოვნა და მართვა;
  • უზრუნველყოს დროის ეფექტური მართვა;
  • უზრუნველყოს ბიუჯეტის/რესურსების კონტროლი და მართვა;
  • უზრუნველყოს პროექტის მფლობელების და სტეიკჰოლდერების ინფორმირებულობა;
  • მართოს დავები(Claim Management);
  • დააკონტრაქტოს ქვეკონტრაქტორები და მომწოდებლები;
  • იდენტიფიცირება გაუკეთოს და მართოს პროექტის რისკები;
  • შეასრულოს ყველა სხვა აქტივობა, რაც აუცილებელია პროექტის წარმატებისთვის.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

გამოცდილება:

  • 10+ წელი სამუშაო გამოცდილება;
  • საზღვაო, საპორტო, ჰიდრო მშენებლობაში გამოცდილება;
  • პროექტის მართვის გამოცდილება ბიუჯეტით 10+ მილიონი აშშ დოლარით; 
  • 100+პერსონალის მართვის გამოცდილება.

განათლება:

  • სამშენებლო მენეჯმენტი ან ინჟინერინგი;
  • პროექტის მენეჯმენტის მაღალი ვალიდურობის სერტიფიკატი;
  • ინგლისური ენის მაღალ პროფესიულ დონეზე ცოდნა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@primeconcrete.ge  სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

ცნობისათვის, “პრაიმ ბეტონი“ არის ინფრასტრუქტურული, საპორტო და სამრეწველო ნაგებობათა მშენებარე თანამედროვე კონტრაქტორი,  რომელიც აწარმოებს ბეტონსდა ინერტულ მასალას.კომპანია უკვე მრავალი წელია მუშაობს დარგის წამყვან სპეციალისტებთან ერთად და აძლევს თანამშრომლებს როგორც საერთაშრისო, ასევე ადგილობრივ პროექტებში მონაწილეობის შესაძლებლობას.

სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11