მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

ორგანიზაცია "კრისტალი" სტუდენტებისთვის ვაკანსიას აცხადებს

ორგანიზაცია "კრისტალი" სტუდენტებისთვის ვაკანსიას აცხადებს

30-06-2021

ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია "კრისტალი" ETL  დეველოპერის პოზიციაზე დამამთავრებელი კურსის სტუდენტებისთვის ვაკანსიას აცხადებს.

ამუშაო ადგილი: თბილისი, სათაო ოფისი

ამუშაო განაკვეთი: სრული  

პოზიციის ზოგადი მიმოხილვა  

ბიზნეს ინტელიჯენსის გუნდისთვის ვეძებთ ETL დეველოპერს.

აღნიშნულ პოზიციაზე დაგევალებათ ინტეგრირებული მონაცემთა ბაზის დიზაინი, განვითარება, მართვა და ოპტიმიზაცია, რათა Power BI ის საშუალებით მოხდეს ორგანიზაციის მასშტაბით არსებული მონაცემთა ანალიზის საჭიროებების დაკმაყოფილება. 

ძირითადი მოვალეობები  

  • ETL პროცესების დიზაინი, განვითარება და მართვა ინტეგრირებული მონაცემთა ბაზის სხვადასხვა მონაცემთა წყაროებიდან გასამდიდრებლად. 
  • SQL Server ინტეგრაციის სერვისების (SSIS) პაკეტების განვითარება და დანერგვა.
  • ინტეგრირებულ მონაცემთა ბაზაში მონაცემების ავტომატური მიწოდების უზრუნველსაყოფად SSIS პაკეტებისა და სხვა ETL პროცესების ავტომატიზება SQL Server Agent ჯობების გამოყენებით. 
  • SQL Server ანალიზის სერვისების (SSAS) ტაბულარ მოდელის განახლება SQL Server Agent ჯობების გამოყენებით. 
  • არსებული ETL პროცესების ოპტიმიზაცია მონაცემთა მიწოდებისა და მასშტაბირების გასაუმჯობესებლად.  
  • ინტეგრირებული მონაცემთა ბაზისა და ETL პროცესების დოკუმენტირება.
  • SQL სერვერის გაფრთხილების დაყენება SQL Server Agent ჯობების ფუნქციონირებაში პრობლემის დაფიქსირების შემთხვევაში ელექტრონული ფოსტით პრობლემის დეტალების შესახებ მყისიერი შეტყობინების მისაღებად. 
  • ინტეგრირებულ მონაცემთა ბაზაში ხარისხიანი მონაცემების მიწოდების პროცესში წარმოქმნილი პრობლემების იდენტიფიცირება და გადაჭრა. 

ძირითადი მოთხოვნები  

  • SQL–ის მაღალ დონეზე ცოდნა და რელაციური მონაცემთა ბაზების განვითარებისა და დამუშავების (მონაცემების ამოღების) სამუშაო გამოცდილება. 
  • მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება მაიკროსოფტის SQL Server გარემოში ETL პროცესების დიზაინის, განვითარების, ავტომატიზაციის, ოპტიმიზაციისა და მართვის საკითხებში.
  • დროის ეფექტურად მართვისა და ამოცანების დაგეგმვის უნარი.  
  • წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი.  
  • მონაცემთა ინტეგრაციისა და მონაცემთა შენახვის თანამედროვე ინსტრუმენტებისა და ტექნიკების შესახებ ცოდნის გაღრმავების სურვილი. 
  • სამუშაო გამოცდილება SSIS პაკეტების განვითარებაში, დანერგვასა და ავტომატიზებაში ჩაითვლება უპირატესობად. 
  • სამუშაო გამოცდილება SSAS ტაბულარ მოდელის განახლების ავტომატიზებაში ჩაითვლება უპირატესობად. 
  • სამუშაო გამოცდილება SSAS ტაბულარ მოდელის განვითრებაში ჩაითვლება უპირატესობად.
  • სამუშაო გამოცდილება Power BI-ში მონაცემთა მოდელირებაში ჩაითვლება უპირატესობად.
  • საბანკო ინსტიტუტებში არსებული ბიზნეს პროცესების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
  • უმაღლესი განათლება (მაგისტრის ან ბაკალავრის დიპლომი) კომპიუტერული მეცნიერებების, 

ინფორმაციული სისტემების, ინფორმაციული ტექნოლოგიების განხრით ან სხვა მომიჯნავე მიმართულებით ჩაითვლება უპირატესობად. 

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე 2021 წლის 11 ივლისის ჩათვლით შემდეგ ელ. მისამართზე: vacancy@crystal.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება (წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება). 

დაფიქსირებული განაცხადების განხილვის შედეგად შერჩეული კანდიდატები იქნებიან გამოძახებული შემდგომ ეტაპზე ვაკანსიის დასრულებიდან მაქსიმუმ 3 კვირის ვადაში. 


სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11