მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ღია კონკურსს აცხადებს

სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ღია კონკურსს აცხადებს

29-06-2021

სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო აცხადებს ღია კონკურსს - ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის რეგისტრატორების ვაკანტურ პოზიციებზე.

საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო

 არის საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი

 საჯარო სამართლის იურიდიული პირი.

ორგანიზაციის მიზანია შესაბამისი პირებისათვის სანდო და მაღალი ხარისხის

 მომსახურების უზრუნველყოფა, უძრავ ნივთებზე უფლებათა, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, მოძრავ ნივთებსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების და სამისამართო რეესტრების, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების) რეესტრისა და მუნიციპალიტეტების 

რეესტრის წარმოება და შესაბამისი ინფორმაციის ხელმისაწვდომობა.

საჯარო რეესტრი გეგმავს იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტების (დამამთავრებელი კურსი) და კურსდამთავრებულების დასაქმებას ქონების რეგისტრაციის 

დეპარტამენტში რეგისტრატორის პოზიციაზე (შრომითი ხელშეკრულებით).

პოზიციის დეტალური აღწერა:

დაინტერესებულმა პირებმა CV უნდა გამოაგზავნონ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@napr.gov.ge 2021 წლის 9 ივლისის ჩათვლით.

ნებისმიერი შეკითხვის შემთხვევაში,  დაგვიკავშირდეთ:

2 91 18 68 (7068; 7753); 591 882 702; 598 787 220

სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11