მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

დუღილის პროცესში წარმოქმნილი რეაქტიული ძალების მოქმედების ვიდეოგადაღების შედეგები

დუღილის პროცესში წარმოქმნილი რეაქტიული ძალების მოქმედების ვიდეოგადაღების შედეგები

28-06-2021

კვლევის ობიექტს, ზოგადად, წარმოადგენს სითხის დუღილის პროცესის მექანიზმი ხოლო კონკრეტულად, დიდ მოცულობაში, ატმოსფერული წნევის პირობებში წყლის დუღილისას აღძრული და ხურების ზედაპირზე მოქმედი რეაქტიული ძალა.

კვლევის მეთოდად გამოყენებულია ექსპერიმენტული მეთოდი, რისთვისაც სპეციალურად დაპროექტებულია და დამზადებულია ლაბორატორიული ექსპერიმენტული დანადგარი და შედგენილია ცდების ჩატარებისა და მიღებული შედეგების დამუშავების მეთოდიკა.

წყლის დუღილის პროცესი მიმდინარეობდა ცალი მხრიდან დენგამტარ ზედაპირიან ფირფიტაზე, რომელზეც აღძრული რაქტიული ძალა იწვევდა გამახურებელი ზედაპირის გადაადგილებას დუღილის საწინააღმდეგო მხარეს.

კვლევაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორებმა ევტიხი მაჭავარიანმა და გიორგი გიგინეიშვილმა; ასისტენტ პროფესორებმა ნათია ქსოვრელმა და მაია ჯიხვაძემ.

კვლევის შედეგი ვრცლად იხილეთ თანდართულ ფაილზე:

დანართი 1

დანართი 2


სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11