28-06-2021
სტუდენტები, რომლებმაც ვერ შეძლეს მეორე სემესტრის შუალედურ გამოცდებზე გასვლა, ინდივიდუალური სასწავლო გრაფიკის ფარგლებში, შუალედური გამოცდების აღდგენას შეძლებენ:
- 2021 წლის 5-დან 10 ივლისის ჩათვლით.
შუალედური გამოცდების აღდგენის ცხრილი ხელმისაწვდომია ბმულზე:
https://elearning.gtu.ge/mod/folder/view.php?id=383491
ცხრილების ბმულები განთავსებულია:
საგამოცდო ცხრილებში მითითებულია ჯგუფის ნომერი, სასწავლო კურსის დასახელება, გამოცდის ჩატარების ელექტრონული მისამართი, თარიღი, დრო და გამოცდის მიმდინარეობის ხანგრძლივობა.
აქვე გაცნობებთ, რომ მეორე სემესტრის დასკვნითი გამოცდები ჩატარდება 2021 წლის 12-დან 24 ივლისის ჩათვლით, ხოლო დამატებითი გამოცდები - 26-დან 31 ივლისის ჩათვლით.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ:
- დასკვნით გამოცდაზე დასაშვებად, თითოეულ სასწავლო კურსში სტუდენტს დაგროვილი უნდა ჰქონდეს საერთო 30 ქულა (სემესტრის მიმდინარე სასწავლო აქტივობის ქულა + შუასემესტრული გამოცდის ქულა).
- დასკვნით გამოცდაში მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ბაკალავრებისთვის შეადგენს 11 ქულას, მაგისტრანტებისა და დოქტორანტებისთვის - 21 ქულას.
- იმისთვის, რომ სასწავლო კურსი ჩაბარებულად ჩაითვალოს, სტუდენტმა თითოეულ საგანში უნდა გადალახოს მინიმალური კომპეტენციის ზღვარი - ჯამურად დააგროვოს 51 ქულა და მეტი.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორისა და აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით, 2020-2021 სასწავლო წლის II სემესტრში, კოვიდპანდემიის გათვალისწინებით, ყველა სტუდენტი გადაყვანილია სწავლების ინდივიდუალურ გრაფიკზე.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი წარმატებებს გისურვებთ!
სიახლეებში დაბრუნება