მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

მესამე მისიის ხარისხის და შესაბამისობის გაძლიერება საქართველოს უნივერსიტეტებში - SQUARE

მესამე მისიის ხარისხის და შესაბამისობის გაძლიერება საქართველოს უნივერსიტეტებში - SQUARE

25-06-2021 საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი განაგრძობს თავის საქმიანობაში ტრანსდისციპლინური კომპონენტის გაძლიერების მხარდაჭერას და ჩართულია პროექტში - „მესამე მისიის ხარისხის და შესაბამისობის გაძლიერება საქართველოს უნივერსიტეტებში“ (SQUARE), რომელიც  Erasmus+ ინსტიტუციური თანამშრომლობის პროექტების (CBHE) 2020 გამარჯვებულია.

პროექტის მიზანია უნივერსიტეტების მესამე მისიის ხარისხისა და რელევანტურობის გაუმჯობესება. პროექტის ფარგლებში საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით შემუშავდება მეთოდოლოგია და გზამკვლევები მესამე მისიის დაგეგმვის, დანერგვის, განხორციელებისა და შეფასების შესახებ და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებულებები შეიმუშავებენ მესამე მისიის სტრატეგიებს.

პროექტს ახორციელებს კონსორციუმში გაერთიანებული შემდეგი ინსტიტუციები:
  1. ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტი (პროექტის კოორდინატორი)
  2. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი
  3. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
  4. თბილისის სახელწიფო სამედიცინო უნივერსიტეტ
  5. იბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  6. აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტი
  7. გორის სახელწიფო სასწავლო უნივერსიტეტი
  8. კავკასიის უნივერსიტეტი
  9. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
  10. განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
  11. მენეჯმენტის განვითარების ევროპული ფონდი (European Foundation for Management Development (EFMD))
  12. ხელოვნებისა და ხელობის ეროვნული კონსერვატორია (Conservatoire national des arts et métiers - le Cnam)
  13. ტურკუს უნივერსიტეტი (University of Turku, UTU)
  14. ლისაბონის ნოვა უნივერსიტეტი (Universidade Nova de Liboa (UNL)

სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11