25 ივნისს, 16:00 საათზე, სტუდენტებისთვის FRONT-END-ის ცნობილი უფასო კურსის შესახებ ონლაინ პრეზენტაცია გაიმართება. საქართველოში FRONT-END-ის უფასო კურსის დანერგვა კომპანია epam-ის მხარდაჭერით იწყება.
პრეზენტაცია განკუთვნილია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სწავლების სამივე საფეხურის სტუდენტებისთვის, რომლებიც FRONT-END-ის უფასო სიღრმისეული კურსის შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მიღებით არიან დაინტერესებული.
პრეზენტაციას, რომელიც 1 საათის განმავლობაში გაგრძელდება, epam-საქართველოს Javascript პრაქტიკის ხელმძღვანელი გიორგი ჩინჩალაძე ჩაატარებს. მენტორი გაგაცნობთ ინფორმაციას FRONT-END-ის 6-თვიანი უფასო კურსისა და მისი დეველოპმენტის შესახებ, რაც სტუდენტებს დასაქმების პერსპექტივასაც შეუქმნის. ის ამომწურავ პასუხებს გასცემს თქვენს შეკითხვებს. პრეზენტაციას დაესწრება epam-საქართველოს მარკეტინგის მენეჯერი ნინო ქაშიბაძე.
დაინტერესებულ სტუდენტებს პრეზენტაციაზე დასწრება შეუძლიათ Zoom პლატფორმის მეშვეობით:
Participant: meeting ID: 410 145 2031
Password: gtu2020
ცნობისათვის: უფასო კურსებს, პროგრამული უზრუნველყოფის განხრით, 2013 წლიდან The Rolling Scopes (community) უძღვება. Rolling Scopes-ის სკოლაში სწავლა შეუძლია ყველას, განურჩევლად ასაკისა, პროფესიისა თუ საცხოვრებელი ადგილისა.
სწავლის პროცესში ჩართულები არიან გამოცდილი დეველოპერები სხვადასხვა ქვეყნიდან და
კომპანიიდან. კურსები მოიცავს როგორც ონლაინ, ასევე ოფლაინ სწავლებას. მაქსიმალური შედეგის მისაღწევად სტუდენტებს ეხმარება 250-ზე მეტი მენტორი, რომლებიც მზად არიან, უფასოდ ასწავლონ
სტუდენტებს იმ მიზნით, რომ მათ მაქსიმალური ცოდნა დააგროვონ.
საქართველოში FRONT-END-ის უფასო 6-თვიან კურსს წარუძღვება epam-საქართველოს Javascript პრაქტიკის ხელმძღვანელი გიორგი ჩინჩალაძე, რომელმაც ორი წელი epam-პოლონეთში გაატარა,
მუშაობდა Google-თვის და დააგროვა უზარმაზარი გამოცდილება, რომელსაც ამჟამად epam-ის ქართულ ლოკაციას უზიარებს.
კურსის შესახებ ამომწურავი ინფორმაციისთვის ესტუმრეთ ვებ გვერდს და იხილეთ ვიდეო.