პროექტი PRINTeL - VATL სწავლისა და სწავლების ვირტუალური აკადემიის ვებპორტალი

პროექტი PRINTeL - VATL სწავლისა და სწავლების ვირტუალური აკადემიის ვებპორტალი

22-06-2021

Erasmus+ პროგრამის PRINTeL პროექტის ფარგლებში შეიქმნა სწავლისა და სწავლების ვირტუალური აკადემიის ე.წ. VATL (Virtual Academy for Teaching and Learning) ვებპორტალი, რომელიც წარმოადგენს ღია სასწავლო ონლაინპლატფორმას და ნებისმიერი უმაღლესი სასწავლო დაწესებულების სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს, ზოგადად, აკადემიურ საზოგადოებას შეეძლება მისი შეუზღუდავად გამოყენება.

VATL ვირტუალური აკადემია, როგორც სოციალური ნეტვორკინგის-კავშირების ელექტრონული პლატფორმა, ხელი უწყობს VATL საზოგადოების წევრებს შორის დიალოგსა და თანამშრომლობას; საშუალებას აძლევს მათ, აქტიურად ჩაერთონ თემატურ ფორუმებსა და დისკუსიებში ინოვაციურ პედაგოგიკასა და ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სწავლისა და სწავლების მეთოდებთან დაკავშირებით;

გაუზიარონ ერთმანეთს საუკეთესო პრაქტიკა და გამოცდილება ინოვაციური სწავლისა და სწავლების პედაგოგიურ მიღწევებზე ამა თუ იმ სამეცნიერო სფეროში. ელექტრონული პლატფორმის საშუალებით, ვირტუალური აკადემიის საზოგადოების წევრებს, ასევე, შესაძლებლობა ექნებათ, განიხილონ და იმსჯელონ ღია საგანმანათლებლო რესურსების გამოყენებასა და ახალი ტექნოლოგიების საშუალებით სწავლების მეთოდებთან დაკავშირებულ თავიანთ გამოცდილებასა და მიღწეულ შედეგებზე.

VATLპორტალზე შექმნილია 5 ელექტრონული სივრცე ვირტუალური საზოგადოება/ჯგუფებისთვის, რომლებიც იყენებენ კონკრეტულ ინოვაციურ მეთოდებს. ამ სივრცეებზე წვდომა შესაძლებელია VATL პორტალზე დარეგისტრირების შემდგომ. პორტალზე დარეგისტრირებასთან დაკავშირებით შეგიძლიათ იხილოთ ვიდეორგოლი, თუ როგორ დარეგისტრირდეთ პორტალის სადისკუსიო საზოგადოება/ჯგუფებში.

PRINTeL პროექტთან (პროექტი PRINTeL - „ცვლილება საკლასო ოთახში: ინოვაციური სწავლისა და სწავლების მხარდაჭერა სტუდენტთა სასწავლო პრაქტიკის გააქტიურებისთვის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში“) დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ იხილოთ PRINTeL პროექტის ოფიციალური ვებგვერდი და სტუ-ს საერთაშორისო ურთიერთობათა და სტანდარტების სამსახურის ვებგვერდი.

 


 

სიახლეებში დაბრუნება