სტუ-ს პროფესორის Erasmus+ მობილობა შჩეცინის დასავლეთ-პომერანიის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში

სტუ-ს პროფესორის Erasmus+ მობილობა შჩეცინის დასავლეთ-პომერანიის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში

22-06-2021


  საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ბიოსამედიცინო ინჟინერიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი პროფესორი ირინე გოცირიძე Erasmus+ -ს გაცვლითი პროექტის ფარგლებში (სწავლების მიზნით აკადემიური თანამშრომლის მობილობა) პროექტის კოორდინატორ პოლონეთის შჩეცინის დასავლეთ-პომერანიის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს (West Pomeranian University of Technology – WPUT) სტუმრობდა.   

 სტუ-ს პროფესორმა სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, რომელიც 31 მაისს დაიწყო და 4 ივნისამდე გაგძელდა, ბიოტექნიკური სამედიცინო სისტემების, სარეაბილიტაციო ინჟინერიის თანამედროვე გამოწვევების შესახებ ლექცია მოხსენებები წაიკითხა.

 ამასთანავე, გაიმართა სამუშაო შეხვედრები პოლონური უნივერსიტეტის Erasmus+ ოფისის ხელმძღვანელთან, ქალბატონ აგატა ბრუსკასთან; ელექტრული ინჟინერიის ფაკულტეტის დეკანის მოადგილესთან, პროფ. მარჩინ ციოლკოვსკისთან და ემერიტუს-პროფესორ კშიშტოფ პენკალასთან.

შეხვედრებზე განიხილეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის და დასავლეთ-პომერანიის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს შორის სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები და აგრეთვე გაცვლით პროგრამებში მონაწილე Erasmus+ სტუდენტების სასწავლო კურსების აღიარებასთან დაკავშირებული საკითხები.

ამ მხრივ, საინტერესო იყო დისკუსია, რომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასწავლო კურსების აღიარებისას გათვალისწინებული იქნას კონკრეტული სასწავლო კურსის სწავლის შედეგები და მათი თანხვედრის შემთხვევაში მოხდეს მიმღებ უნივერსიტეტებში გავლილი სასწავლო კურსების აღიარება. ამასთან დაკავშირებით, დაიგეგმა ერთობლივი პრაქტიკული სემინარების (ე.წ. 1 ვორქშოპები) ჩატარება, სადაც განხილული იქნება ECTS აღიარების პროცედურების საკითხები, რომელიც უმნიშვნელოვანეს პირობას წარმოადგენს Erasmus+ მობილობის პროექტების წარმატებით განხორციელებისთვის. პოლონელ კოლეგებთან შეხვედრებზე განხილული იყო ინსტიტუციონალურ განვითარებასთან მობილობის შედეგების ინტეგრირების საკითხებიც.

პროფესორ გოცირიძის შჩეცინის უნივერსიტეტში მობილობის დროს, ასევე, დაიგეგმა კოორდინატორი უნივერსიტეტის ელექტრული ინჟინერიის ფაკულტეტის პროფ. პრჟემისლავ ორლოვსკის მობილობა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, სავარაუდოდ, მიმდინარე წლის ოქტომბრის თვეში. ლექციების გარდა, ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია უნივერსიტეტებს შორის არსებული თანამშრომლობის ხელშეკრულების ფარგლებში დამატებითი დოკუმენტების ხელმოწერა, რაც ითვალისწინებს სამაგისტრო და სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამების ერთობლივ განხორციელებას, კერძოდ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მაგისტრანტებისა და დოქტორანტებისთვის კვლევითი კომპონენტის ნაწილის შესრულებას შჩეცინის დასავლეთ პომერანიის ტქნოლოგიური უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევითი ბაზის გამოყენებით.


 

სიახლეებში დაბრუნება