ღია კონკურსი

ღია კონკურსი

12-06-2021

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო აცხადებს ღია კონკურსს  შემდეგი სამეცნიერო თანამდებობების დასაკავებლად:

  • ინსტიტუტის ბუნებრივი კატასტროფების განყოფილების მეცნიერი თანამშრომლის (1,0 საშტატო ერთეული) პოზიციაზე;
  • ინსტიტუტის მელიორაციული სისტემების დაპროექტებისა და ექსპერტიზის განყოფილების  მეცნიერი თანამშრომლის (0,5 საშტატო ერთეული) პოზიციაზე;
  • გარემოს დაცვისა და საინჟინრო ეკოლოგიის განყოფილების უფროსი  მეცნიერი თანამშრომლის (0,5 საშტატო ერთეული) პოზიციაზე;
  • გარემოს დაცვისა და საინჟინრო ეკოლოგიის განყოფილების უფროსი  მეცნიერი თანამშრომლის (0,5 საშტატო ერთეული) პოზიციაზე;

კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის დამატებითი ინფორმაცია (მათ შორის კონკურსანტის ანკეტა, კონკურსანტის განცხადება და სხვა) გამოქვეყნდება შესაბამისი კვლევითი ერთეულის ვებგვერდზე: http://www.wmi.ge
განცხადებების მიღება იწარმოებს 2021 წლის 16 ივლისიდან 23 ივლისის ჩათვლით, 1000-დან 1700 საათამდე მისამართზე: ქ.თბილისი, ი.ჭავჭავაძის გამზირი, 60-ბ, ტ: 2 22 40 94
კონკურსი ჩატარდება 2021 წლის 28 ივლისს.  კონკურსის პირველადი შედეგები გამოქვეყნდება არაუგვიანეს 2021 წლის 30 ივლისისა საკონკურსო კომისიის მიერ თვალსაჩინო ადგილზე და უნივერსიტეტის ვებგვერდზე: https://gtu.ge/
კონკურსის ჩატარების წესის დარღვევასთან დაკავშირებით განცხადებები/საჩივრები საკონკურსო კომისიაში მიიღება 2021 წლის 01 აგვისტომდე.
II. საკონკურსო პირობები
კონკურსის ძირითადი პირობები:
ა) უფროსი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობის დაკავება შეუძლია პირს, რომელსაც აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი.
ბ) მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობის დაკავება შეუძლია პირს, რომელსაც აქვს მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი.
მეცნიერის (მთავარი მეცნიერი თანამშრომლის, უფროსი მეცნიერი თანამშრომლის,  მეცნიერი თანამშრომლის) თანამდებობაზე პირი აირჩევა 5 წლის ვადით.

კონკურსში მონაწილეობის მსურველმა პირადად (ან წარმომადგენლის მეშვეობით) უნდა წარმოადგინოს:
ა) სათანადო ფორმით შედგენილი და ხელმოწერილი განცხადება და ანკეტა (ფორმები გამოქვეყნდება ტექნიკური უნივერსიტეტის ვებგვერდზე https://gtu.ge/ ), აგრეთვე მათში წარმოდგენილი ინფორმაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია: დიპლომი, სერტიფიკატი, მოწმობა, სიგელი, ცნობა და ა.შ. (დედანი და ასლი);
ბ) სამეცნიერო/აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი (დედანი და ასლი);
გ) სამეცნიერო-კვლევითი გამოცდილების (სტაჟის) დამადასტურებელი საბუთი (საბუთები) დამოწმებული შესაბამისი ორგანიზაციის/დაწესებულების ბეჭდით;
დ) სამეცნიერო და სასწავლო-მეთოდური ნაშრომების ნუსხა, დამოწმებული შესაბამისი დაწესებულების/ორგანიზაციის ან მისი სტრუქტურული ერთეულის კომპეტენტური პირის ხელმოწერითა და ბეჭდით;
ე) პირადობის მოწმობა (დედანი და ქსეროასლი);
ვ) 2 ფოტოსურათი 3X4;
ზ) სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ ცნობა და უფლების ჩამორთმევის შესახებ ცნობა.
III. კონკურსის ჩატარების წესი
კონკურსი ჩატარდება “უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის, უნივერსიტეტის წესდებისა და შესაბამისი სამეცნიერო კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების წესის შესაბამისად, რომლებსაც კონკურსანტი გაეცნობა საკონკურსო კომისიებში და უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე;
საკონკურსო კომისიის მიერ გათვალისწინებული იქნება: კონკურსანტის კვალიფიკაციის და კომპეტენციის შესაბამისობა საკონკურსო თანამდებობასთან, მათ შორის საკონკურსო თანამდებობის პროფილის შესაბამისი სამეცნიერო-კვლევითი, პრაქტიკული და სხვა აქტივობები, მიღწევები, კვალიფიკაციები, გამოცდილება და დამსახურება; ასევე (კომისიის გადაწყვეტილებით) კონკურსანტთან (კონკურსანტებთან) ჩატარებული ინტერვიუს შედეგები;
კონკურსის შედეგების გასაჩივრება შესაძლებელია სასამართლოში, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.



 

სიახლეებში დაბრუნება