კომპანიები ვენდის და დანკინი სტუდენტებისთვის ვაკანსიას აცხადებს
კომპანიები ვენდის და დანკინი სერვისის კონსულტანტის პოციზიაზე
ვაკანსიას აცხადებს:
ვენდისი
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
არ ვითხოვთ სამუშაო გამოცდილებას, ინგლისური ენის საბაზისო ცოდნა სასურველია, თუმცა არა აუცილებელი.
შესასრულებელი სამუშაოები:
მომხმარებლის შეკვეთის აღება, შეთავაზების გაკეთება, სამუშაო ადგილის მოწესრიგება, ბურგერების აწყობა, ფრის და გრილის აპარატთან მუშაობა, სხვადასხვა ბოსტნეულის გარეცხვა, დაჭრა, კონტეინერებში გადანაწილება, ვადების კონტროლი.
სამუშაო გრაფიკი:
სრული - კვირაში 40 სამუშაო საათი. სტუდენტებზე მორგებული გრაფიკი ცვლებით.
ყოველ ღამის ცვლაზე დამატებით გაიცემა თანხა ხელფასთან ერთად ტარიფით - ერთი ღამის ცვლა 10 ლარი.
ანაზღაურება:
400-600 ლარი სამუშაო საათების მიხედვით.
სტაჟირება:
2 კვირიანი სტაჟირება ანაზღაურდება 210 ლარით, რომელიც ირიცხება მე-2 თვის ხელფასთან ერთად.
ბენეფიტები:
70%-მდე ფასდაკლება საკვებ პროდუქტზე, ჯანმრთელობის დაზღვევა, მოქნილი სამუშაო გრაფიკი.
დამატებითი ინფორმაცია:
ხელფასი გაიცემა მხოლოდ საბანკო ბარათზე დარიცხვით, ასევე მამაკაც თანამშრომლებს უწევთ წვერის გაპარსვა და სამუშაო უნიფორმა მოიცავს შავ შარვალსა და ფეხსაცმელს.
დანკინი
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
არ ვითხოვთ სამუშაო გამოცდილებას, ინგლისური ენის საბაზისო ცოდნა სასურველია, თუმცა არა აუცილებელი.
შესასრულებელი სამუშაოები:
მომხმარებლის შეკვეთის აღება, შეთავაზების გაკეთება, სამუშაო ადგილის მოწესრიგება, ყავების, გამაგრილებელი სასმელების მომზადება, ვრეპებისა და სენდვიჩების აწყობა, მზა პროდუქტის შეთბობა, ტკბილეულის ვიტრინაში განთავსება, ვადების კონტროლი.
სამუშაო განაკვეთი:
სრული - კვირაში 40 სამუშაო საათი. სტუდენტებზე მორგებული გრაფიკი ცვლებით.
ყოველ ღამის ცვლაზე დამატებით გაიცემა თანხა ხელფასთან ერთად ტარიფით - ერთი ღამის ცვლა 10 ლარი.
ანაზღაურება:
450-500 ლარი.
სტაჟირება:
2-კვირიანი სტაჟირება ანაზღაურდება 210 ლარით, რომელიც ირიცხება მე-2 თვის ხელფასთან ერთად.
ბენეფიტები:
70%-მდე ფასდაკლება საკვებ პროდუქტზე, ჯანმრთელობის დაზღვევა, მოქნილი სამუშაო გრაფიკი.
დამატებითი ინფორმაცია:
ხელფასი გაიცემა მხოლოდ საბანკო ბარათზე დარიცხვით, ასევე მამაკაც თანამშრომლებს უწევთ წვერის გაპარსვა და სამუშაო უნიფორმა მოიცავს შავ შარვალსა და ფეხსაცმელს.
დაინტერესების შემეთხვევაში რეზიუმე გაგვიზიარეთ შემდეგ მისამართზე hrlab.consulting@gmail.com