საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის პროფესორის, ნოდარ ქევხიშვილის, პროექტი „მაღალტემპერატურულ მდუღარე შრეში სათბობის წვის ინოვაციური დანადგარი ნულოვანი ემისიით“ ამერიკის შეერთებული შტატების ინჟინერ-ენერგეტიკოსთა ასოციაციამ (AEE USA) ყოფილი საბჭოთა კავშირის მთელ ტერიტორიაზე 2021 წლის
საუკეთესო ენერგეტიკულ პროექტად აღიარა და AEE-ს ჯილდო დაიმსახურა.
ბატონ ნოდარს ჯილდო გადაეცემა 2021 წლის 19 ოქტომბერს, ახალ ორლეანში (ლუიზიანას შტატი) ინჟინერ-ენერგეტიკოსთა ასოციაციის მსოფლიო კონგრესზე, სადაც ის პერსონალურად არის მიწვეული.
ვულოცავთ ბატონ ნოდარს დიდ წარმატებას.