ქართული ელექტრო საინჟინრო/საპროექტო კომპანია „ინსტა“-ს გაყიდვების დეპარტამენტი გუნდის ახალ წევრებს ეძებს, რომლებიც დაიკავებენ გაყიდვების წარმომადგენლის პოზიციას
ძირითადი მოვალეობები:
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
კომპანია „ინსტა“ გთავაზობთ კარიერული განვითარების და პიროვნული ზრდის საშუალებას, მეგობრულ და სტაბილურ სამუშაო გარემოს, ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს და კორპორატიულ ნომერს.
ანაზღაურება: ფიქსირებულ ხელფასს + ეფექტური საბონუსე სისტემა
სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი 09:00-18:00
თუ ფიქრობთ, რომ თქვენთვის ჩვენი ვაკანსია საინტერესოა და თქვენი შესაძლებლობები შეესაბამება განაცხადის მოთხოვნებს, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელ. მისამართზე: hr@insta.ge
კონკურსში მონაწილეობის ბოლო ვადაა 2021 წლის 15 ივნისი.
გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება!
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ვებ-გვერდს www.insta.ge
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
ცნობისათვის, “ინსტა” ერთ-ერთი წამყვანი ქართული ელექტრო საინჟინრო/საპროექტო კომპანიაა, რომელიც 23 წელია წარმატებით ფუნქციონირებს საქართველოს ბაზარზე. ჩვენი პროფილია ელექტრო, სატელეკომუნიკაციო და ხანძარსაწინააღმდეგო სისტემების პროექტირება და მონტაჟი, ასევე შენობის და ინდუსტრიული ავტომატიზაციის სისტემის შემუშავება და შესრულება. “ინსტას” მრავალრიცხოვან კლიენტებს შორის არიან ისეთი კომპანიები და ბრენდები როგორიცაა - ფოთის საზღვაო ნავსადგური (APM ტერმინალი), M2, თეგეტა მოტორსი, საქართველოს ბანკი, წყალი მარგებელი, REZID Holding GmbH (King David Residence), სასტუმროები - Crown Plaza, Moxy, Ramada. ჩვენ გაგვაჩნია საკუთარი წარმოება, ლოჯისტიკური ცენტრი და სასაწყობე ტერიტორია, სადაც წარმოდგენილია 8000-მდე დასახელების პროდუქტი. “ინსტა”-ს თანამშრომლები ტრენინგებს გადიან ისეთ კომპანიებში, როგორიცაა: Siemens, Phoenix Contact, Lapp Kabel, Jung, Eaton, Festo და სხვა. ჩვენთან შესაძლებელია გაეცნოთ საქართველოში არსებულ უმსხვილეს კომპანიებთან და საერთაშორისო ბრენდებთან მუშაობის გამოცდილებას.