ბაბეშ-ბოიაის უნივერსიტეტის ონლაინ საზაფხულო სკოლა რუმინულ ენასა და ცივილიზაციასთან დაკავშირებით

ბაბეშ-ბოიაის უნივერსიტეტის ონლაინ საზაფხულო სკოლა რუმინულ ენასა და ცივილიზაციასთან დაკავშირებით

09-06-2021

19 ივლისიდან 6 აგვისტომდე, რუმინეთის კლუჟ-ნაპოკას ბაბეშ-ბოიაის უნივერსიტეტი (Babeș-Bolyai University in Cluj-Napoca) სტუდენტებს სთავაზობს ტრანსილვანიის საერთაშორისო ონლაინ საზაფხულო კურსებს რუმინულ ენასა და ცივილიზაციასთან დაკავშირებით.

საზაფხულო სკოლის ხანგრძლივობა 3 კვირაა და ითვალისწინებს დღეში 3-საათიან სასწავლო კურსებს. კურსის დასრულებისას მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები და 4 კრედიტი.

სააპლიკაციო განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 15 ივლისი, 2021.

დეტალური ინფორმაცია საზაფხულო სკოლის შესახებ იხილეთ აქ.


 

სიახლეებში დაბრუნება