ონლაინ საჯარო ლექცია სტუ-ის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის
08-06-2021
ამხანაგობა „აქოლისის“ ქალაქგეგმარებითი ჯგუფის ხელმძღვანელი, ცნობილი ურბანისტი ლადო ვარდოსანიძე, ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: „ქ. მცხეთის გენერალური გეგმის პრობლემატური საკითხები“.
საჯარო ლექცია ჩატარდება 10 ივნისს, 14:00 საათზე, ონლაინ ფორმატში.
ლექციაზე დასწრება თავისუფალია ნებისმიერი მსურველისთვის.
ამხანაგობა „აქოლისი" თანამშრომლობს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდთან, ქ. მცხეთის გენგეგმის შემუშავების ფარგლებში.
საჯარო ლექციაზე სმარტფონით დასასწრებად დაუკავშირდით:
+995 706 770 072
PIN:904 256 236#
მეტი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://tel.meet/yvk-gnhr-tzj?hs=5