2021 წლის 29 ივნისს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტი სტუდენტთა სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციას გამართავს.
კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებს.
კონფერენციის მიზანია სტუდენტთა თანამშრომლობა, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება.
კონფერენციის სამუშაო ენებია: ქართული, ინგლისური, რუსული.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი უზრუნველყოფს სტუდენტთა სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენციის ჩატარებისთვის საჭირო ელექტრონულ პლატფორმასა და შესაბამისი ინფორმაციის გავრცელებას.
კონფერენციაში მონაწილეობის მსურველები 2021 წლის 15 ივნისამდე, უნდა დარეგისტრირდნენ ბმულის დახმარებით: https://forms.gle/uDYgcXkheu2qTRfZA და გამოაგზავნონ თეზისები (არანაკლებ 500 სიტყვისა) მისამართზე: conference@gtu.ge
კონფერენციის თაობაზე შეკითხვებისა და მოსაზრებების გამოგზავნა შესაძლებელია ელ-ფოსტაზე: conference@gtu.ge
კონფერენციის მონაწილეთა ნაშრომების კრებული და მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატის ელექტრონული ვერსია, ღონისძიების დასრულების შემდეგ, გაეგზავნება ყველა მონაწილეს.
კონფერენციის სამეცნიერო ხელმძღვანელები: პროფესორები - თამარ ლომინაძე, ქეთევან კოტეტიშვილი, თინათინ კაიშაური, ლილი პეტრიაშვილი, ნონა ოთხოზორია.
კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტი: თავმჯდომარე: დავით ოქიტაშვილი; წევრები: მარიამ წიკლაური, ზურაბ თედიაშვილი, მარიამ ჩხაიძე, მზია კიკნაძე, მერაბ ახობაძე, ქეთევან კოტრიკაძე, სოფიკო გოგოლაძე, დალი მაგრაქველიძე, თამარ ბჟალავა.
კონფერენციის შესახებ მნიშვნელოვანი თარიღები:
დამატებითი ინფორმაცია კონფერენციის შესახებ: