ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტი - სადოქტორო სტიპენდია 2021

ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტი - სადოქტორო სტიპენდია 2021

08-06-2021

ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტი, საქართველოს ფრანგულ ინსტიტუტთან თანამშრომლობით, აცხადებს კონკურსს სამთვიანი სტიპენდიის მისაღებად დოქტორანტურის საფეხურის იმ ქართველი სტუდენტებისთვის, რომლებიც სწავლობენ საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო ან სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებაში.

სასტიპენდიო პროგრამა განხორციელდება 2021-2022 წელს და საფრანგეთში გამგზავრების პერიოდია 2021 წლის სექტემბრიდან 2022 წლის აპრილამდე შუალედში.

სტიპენდია მიზნად ისახავს საფრანგეთში კვლევითი პერიოდის დაფინანსებას, საფრანგეთის უმაღლესი საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების ფარგლებში. სტიპენდია (3000 ევროს ოდენობით სამი თვის პერიოდისთვის) დაფარავს მგზავრობისა და ცხოვრების ხარჯებს სრულად ან ნაწილობრივ.

კონკურსში მონაწილეობისათვის სააპლიკაციო განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2021 წლის 20 ივნისი. საბოლოო გადაწყვეტილება სტუდენტებს ეცნობებათ არაუგვიანეს 2021 წლის 30 ივნისისა.

სადოქტორო სასტიპენდიო პროგრამასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ.


 

სიახლეებში დაბრუნება