მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

UNESCO - ფოტოკონკურსი „ახალგაზრდების თვალით დანახული აბრეშუმის გზა“

UNESCO - ფოტოკონკურსი „ახალგაზრდების თვალით დანახული აბრეშუმის გზა“

07-06-2021

„ახალგაზრდების თვალით დანახული აბრეშუმის გზა“ - UNESCO ფოტოკონკურსს მესამედ აცხადებს.


წლევანდელი კონკურსის მთავარი თემებია ტექსტილი და სამოსი და კულტურული ურთიერთობები კოვიდ-19-ის დროში, მათ შორის ტექსტილისა და სამოსის სფეროში.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 14-დან 25 წლამდე ახალგაზრდებს ორ ასაკობრივ კატეგორიად: 14-დან 17 წლამდე და 18-დან 25 წლამდე.

შემრჩევი კომისიის წევრები შეისწავლიან ფოტონამუშევრებს და გამოავლენენ გამარჯვებულებს თითოეული კატეგორიიდან (3-3 გამარჯვებული თითო კატეგორიიდან).

პირველ ადგილზე გასული გამარჯვებულები საჩუქრად მიიღებენ პროფესიონალურ ფოტოაპარატს, მეორე ადგილზე გასულები - ნახევრადპროფესიონალურ ფოტოაპარატს, ხოლო მესამე ადგილის მფლობელები კი - სამოყვარულო ციფრულ
ფოტოაპარატს.

ასევე, შერჩეული 50 ფოტონამუშევრისგან შედგება მოძრავი გამოფენა და გამოიცემა ფოტოალბომი.

ნამუშევრების წარდგენა შესაძლებელია მიმდინარე წლის 24 აგვისტომდე.

დეტალური ინფორმაცია და კონკურსის პირობები იხილეთ აქ.


სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11