საქართველოში პირველი ეროვნული აგრარული ოლიმპიადა იწყება. ოლიმპიადა მიზნად ისახავს აგრარული განათლების და პროფესიების პოპულარიზაციას, პროფესიული ცოდნის შეფასების კვალიფიციური მექანიზმის შექმნას, ახალგაზრდებში სასოფლო-სამეურნეო დარგების შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და აგრარულ დარგში არაფორმალური განათლების მიღების ხელშეწყობას.
აგრარული ოლიმპიადა წარმოადგენს ცოდნის დემონსტრირების ეფექტიან პლატფორმას, რაც თავის მხრივ, უზრუნველყოფს ცოდნის გაღრმავების მოტივაციას და აისახება როგორც სპეციალისტების, ასევე მომავალი თაობის (სტუდენტები, მოსწავლეები) პროფესიული და კარიერული განვითარების პროცესზე.
ოლიმპიადის სამიზნე აუდიტორიას წარმოადგენს:
ოლიმპიადა ჩატარდება სამ ეტაპად: პირველ ეტაპზე მოხდება მსურველთა რეგისტრაცია; მეორე ეტაპზე, დარეგისტრირებული მონაწილეებს ჩაუტარდებათ ტესტირება (დისტანციურად, ონლაინ პლატფორმის საშუალებით) მათ მიერ წინასწარ შერჩეულ სასოფლო-სამეურნეო დარგებში; მესამე ეტაპზე, ტესტირების საშუალებით გამოვლინდებიან გამარჯვებულები.
ყველა კატეგორიაში, დარგების მიხედვით, გამოვლინდება სამი (I ადგილი; II ადგილი; III ადგილი) გამარჯვებული მონაწილე მითითებული სტატუსის შესაბამისად - ფერმერი; სტუდენტი და სპეციალისტი, მოსწავლე. ოლიმპიადაში გამარჯვებულებს გადაეცემათ სერტიფიკატები და სხვადასხვა პრიზი.
საქართველოს ეროვნული აგრარული ოლიმპიადა წელს, პირველად ტარდება. აღნიშნული პროექტის სამომავლო, გრძელვადიან სტრატეგიულ მიზანს საქართველოს აგრარულ სექტორში მისი დამკვირდება და შემდგომ, რეგიონალურ დონეზე ინტერნაციონალიზაცია-გავრცელება წარმოადგენს.
ოლიმპიადა საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პატრონაჟით ტარდება. ეროვნული აგრარული ოლიმპიადის კონცეფცია შემუშავებულია „სოფლის მეურნეობის განვითარების ასოციაციის“ მიერ. ოლიმპიადის ორგანიზატორები არიან გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობა და „სოფლის მეურნეობის განვითარების ასოციაცია“. გარდა ამისა, პროექტის პარტნიორები არიან USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამა, პროექტი GRETA| მწვანე ეკონომიკა: მდგრადი სამთო ტურიზმი და ორგანული სოფლის მეურნეობა, კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN) და გარემოსდაცვითი ინფორმაციის და განათლების ცენტრი (EIEC).
დეტალური ინფორმაციისთვის დაუკავშირდით: ანდრო ხეთერელი 596 20 55 99
ოლიმპიადის ვებ გვერდი: http://www.agroolimpiada.ge/
ოლიმპიადის ფბ. გვერდი: