03-06-2021
სავაჭრო და გასართობი ქალაქი “ისთ ფოინთი” მე-3 და მე4 კურსის სტუდენტებისთვის სუსტი დენების ტექნიკოსის პოზიციაზე ვაკანსიას აცხადებს.
ძირითადი მოვალეობები:
- ისთ ფოინთის ტერიტორიაზე არსებული ვიდეოსამეთვალყურეო სისტემების გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა
- სახანძრო სიგნალიზაციის მონიტორინგი
- სამისამართო სახანძრო სიგნალიზაციის კაბელიზაცია, მონტაჟი
- კვამლის დეტექტორების პერიოდული წმენდა
- აუდიო სისტემების მონიტორინგი
- ტერიტორიაზე არსებული აუდიო სისტემების გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა
- დინამიკების კაბელების დაზიანების შემთხვევაში მისი პოვნა და აღდგენა
- ახალი დინამიკების მონტაჟი
- სარეკლამო მონიტორების გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა
- დაზიანებული კვების ბლოკების შეცვლა
- დაზიანებული ანდროიდ მოდულების შეცვლა
მოთხოვნები:
- სასურველია აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის მინ 1 წლიანი გამოცდილება
- უმაღლესი განათლება ტექნიკური განხრით (დასაშვებია III ან IV კურსის სტუდენტი )
- რუსული ან ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი (40 საათი კვირაში)
ანაზღაურება: 900-1100 ლარი ხელზე ასაღები
სარგებელი: ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტი
მისამართი: ქ. თბილისი, ალ. თვალჭრელიძის # 2 , ისთ ფოინთი
დაინტერესების შეთხვევაში გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე:
vacancy@eastpoint.ge არაუგვიანეს 2021 წლის 15 ივნისისა.
სათაურში (Subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.
სიახლეებში დაბრუნება