მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

ღია კონკურსი

ღია კონკურსი

02-06-2021

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ვლადიმერ ჭავჭანიძის სახელობის კიბერნეტიკის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო აცხადებს ღია კონკურსს შემდეგი სამეცნიერო თანამდებობების დასაკავებლად:

  • ოპტიკურად მართვადი ანიზოტროპული სისტემების განყოფილების მთავარი მეცნიერი თანამშრომლის (1.0 საშტატო ერთეული) პოზიციაზე;
  • ოპტიკურ–ქიმიურ კვლევათა ლაბორატორიის უფროსი მეცნიერი თანამშრომლის (1.0 საშტატო ერთეული) პოზიციაზე;
  • ოპტიკურად მართვადი ანიზოტროპული სისტემების განყოფილების მეცნიერი თანამშრომლის (1.0 საშტატო ერთეული) პოზიციაზე;
  • ნანოკომპოზიტების ლაბორატორიის მეცნიერი თანამშრომლის (1.0 საშტატო ერთეული) პოზიციაზე;
  • სახეთა ამოცნობის გამოყენებითი სისტემების განყოფილების მეცნიერი თანამშრომლის (1.0 საშტატო ერთეული) პოზიციაზე;
  • ინფორმაციის ჰოლოგრაფიული ჩაწერისა და დამუშავების ლაბორატორიის მეცნიერი თანამშრომლის (1.0 საშტატო ერთეული) პოზიციაზე.

კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის დამატებითი ინფორმაცია (მათ შორის კონკურსანტის ანკეტა, კონკურსანტის განცხადება და სხვა) გამოქვეყნდება კიბერნეტიკის ინსტიტუტის ვებგვერდზე: http://www.cybernet.ge/index.html

განცხადებების მიღება იწარმოებს 2021 წლის 03 ივლისიდან 05 ივლისის ჩათვლით, 1000-დან 1700 საათამდე მისამართზე:

თბილისი 0186, ზურაბ ანჯაფარიძის (ყოფილი სანდრო ეულის) ქუჩა N5, პირველი სართული, ოთახი N130, ტელ.: 598 42 98 33

კონკურსი ჩატარდება 2021 წლის 07 ივლისს. კონკურსის პირველადი შედეგები გამოქვეყნდება არაუგვიანეს 2021 წლის 08 ივლისისა საკონკურსო კომისიის მიერ თვალსაჩინო ადგილზე და უნივერსიტეტის ვებგვერდზე: https://gtu.ge/

კონკურსის ჩატარების წესის დარღვევასთან დაკავშირებით განცხადებები/საჩივრები საკონკურსო კომისიაში მიიღება 2021 წლის 10 ივლისის ჩათვლით.

II. საკონკურსო პირობები

კონკურსის ძირითადი პირობები:

ა) მთავარი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობის დაკავება შეუძლია პირს, რომელსაც აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება;

ბ) უფროსი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობის დაკავება შეუძლია პირს, რომელსაც აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი.

გ) მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობის დაკავება შეუძლია პირს, რომელსაც აქვს მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი.

მეცნიერის (მთავარი მეცნიერი თანამშრომლის, უფროსი მეცნიერი თანამშრომლის, მეცნიერი თანამშრომლის) თანამდებობაზე პირი აირჩევა 5 წლის ვადით.

კონკურსში მონაწილეობის მსურველმა პირადად (ან წარმომადგენლის მეშვეობით) უნდა წარმოადგინოს:

ა) სათანადო ფორმით შედგენილი და ხელმოწერილი განცხადება და ანკეტა (ფორმები გამოქვეყნდება კიბერნეტიკის ინსტიტუტის ვებგვერდზე http://www.cybernet.ge/index.html), აგრეთვე მათში წარმოდგენილი ინფორმაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია: დიპლომი, სერტიფიკატი, მოწმობა, სიგელი, ცნობა და ა.შ. (დედანი და ასლი);

ბ) სამეცნიერო/აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი (დედანი და ასლი);

გ) სამეცნიერო-კვლევითი გამოცდილების (სტაჟის) დამადასტურებელი საბუთები დამოწმებული შესაბამისი ორგანიზაციის/დაწესებულების ბეჭდით;

დ) სამეცნიერო და სასწავლო-მეთოდური ნაშრომების ნუსხა, დამოწმებული შესაბამისი დაწესებულების/ორგანიზაციის ან მისი სტრუქტურული ერთეულის კომპეტენტური პირის ხელმოწერითა და ბეჭდით;

ე) პირადობის მოწმობა (დედანი და ქსეროასლი);

ვ) 2 ფოტოსურათი 3X4;

ზ) სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ ცნობა და უფლების ჩამორთმევის შესახებ ცნობა.

III. კონკურსის ჩატარების წესი

კონკურსი ჩატარდება “უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის, უნივერსიტეტის წესდებისა და „ვლადიმერ ჭავჭანიძის სახელობის კიბერნეტიკის ინსტიტუტის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების წესის“ შესაბამისად, რომლებსაც კონკურსანტი გაეცნობა საკონკურსო კომისიაში და უნივერსიტეტისა და ინსტიტუტის ვებ-გვერდებზე;

საკონკურსო კომისიის მიერ გათვალისწინებული იქნება: კონკურსანტის კვალიფიკაციის და კომპეტენციის შესაბამისობა საკონკურსო თანამდებობასთან, მათ შორის საკონკურსო თანამდებობის პროფილის შესაბამისი სამეცნიერო-კვლევითი, პრაქტიკული და სხვა აქტივობები, მიღწევები, კვალიფიკაციები, გამოცდილება და დამსახურება; ასევე (კომისიის გადაწყვეტილებით) კონკურსანტთან (კონკურსანტებთან) ჩატარებული ინტერვიუს შედეგები;

კონკურსის შედეგების გასაჩივრება შესაძლებელია სასამართლოში, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.


სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11