სტუ-ში პროექტი „ინგლისური კლუბი“ (English Club) წარმატებით დასრულდა

სტუ-ში პროექტი „ინგლისური კლუბი“ (English Club) წარმატებით დასრულდა

01-06-2021



პროექტის სტუ-ს „ინგლისურისკლუბის“ (English Club) დასკვნითი ონლაინ ღონისძიება 28 მაისს  გაიმართა.   მონაწილეებს, რომლებმაც პროექტის ფარგლებში ინგლისური ენის სწავლების 20 კვირიანი კურსი წარმატებით გაიარეს და შესაბამისი პროგრამა  დაძლიეს,  სერტიფიკატები გადაეცათ  (ინგლისურის ცოდნის B2 დონე).


პროექტი „ინგლისური კლუბი“ ბრიტანეთის საბჭოს ინიციატივაა, რომელიც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს სთავაზობდა უფასო, ინტენსიურ კურსებს ინგლისურ ენაში.  სასწავლო კურსს ბრიტანეთის საბჭოს მიერშერჩეულ პედაგოგი უძღვებოდა, სასწავლო კურსი ოთხ მიმართულებას მოიცავდა:

  1. ინგლისური ენის სწავლა;
  2. ენობრივი და პროფესიული უნარები;
  3. სამუშაო (პროფესიული) გარემო;
  4. სამეწარმეო უნარები;

პროექტის დასაწყისში, პროექტის მონაწილე სტუდენტები შეირჩა კონკურსის წესით. შერჩევის კრიტერიუმები იყო საკმაოდ კონკრეტული. ჯამში კონკურსში მონაწილეობდა 70-მდე სტუდენტი, საიდანაც შეირჩა 20 კანდიდატი. COVID 19 პანდემიის შედეგებიდან გამომდინარე სწავლება განხორციელდა ZOOM პლატფორმის საშუალებით. პროექტი მთლიანად დაფინანსებული იყო ბრიტანეთის საბჭოს მიერ და ის ხორციელდებოდა სტუ-ს ინოვაციების ცენტრის მიერ, სტუდენტურ თვითმმართველობასთან თანამშრომლობით.

 

სიახლეებში დაბრუნება