„თანასწორობის ჰაკათონზე“ რეგისტრაცია დაიწყო

„თანასწორობის ჰაკათონზე“ რეგისტრაცია დაიწყო

01-06-2021
18-20 ივნისს, ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში და ფორსეტი გრაფიკულ დიზაინერს,  კომუნიკაციის სპეციალისტს, მკვლევარს, მონაცემებითა და თანასწორობის საკითხებით დაინტერესებულ ადამიანს   „ თანასწორობის ჰაკათონზე“ იწვევს. 
"თანასწორობის ჰაკათონზე" შესაძლებლობა მოგეცემათ, ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით, თქვენი წვლილი შეიტანოთ თანასწორობის მიღწევაში! გამარჯვებულს უამრავი სიურპიზი და  ფულადი ჯილდო  (2100 ევრო) გადაეცემა. 

რა არის "თანასწორობის ჰაკათონი"?  
"თანასწორობის ჰაკათონი" 48 საათიანი მარათონია, რომლის დასაწყისში მონაწილეები დავალებას გაეცნობიან, ბოლოს კი -  შესრულებული დავალებით ჟიურის წინაშე წარდგებიან.

"თანასწორობის ჰაკათონის" მიზანია, ისაუბროს და გააზიაროს ინფორმაცია დისკრიმინაციული პრაქტიკისა და მისი უარყოფითი გავლენის შესახებ, მონაცემებზე დაფუძნებული ციფრული პროდუქტების გამოყენებით.

ჰაკათონში მონაწილეობა უფასოა და შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ სტატისტიკოსს, გრაფიკულ დიზაინერს, დეველოპერს, კომუნიკაციის სპეციალისტს, მკვლევარს, მონაცემებითა და თანასწორობის საკითხებით დაინტერესებულ ადამიანს.

რატომ უნდა მიიიღო მონაწილეობა?  

უამრავი მიზეზი არსებობს იმისთვის, რომ "თანასწორობის ჰაკათონზე" სამი დღე ჩვენთან ერთად გაატარო. გაგიზიარებთ რამდენიმეს:
  • შენს წვლილს შეიტან დისკრიმინაციის აღმოფხვრისა და თანასწორობის მხარდაჭერაში;
  •  მენტორების დახმარებით, ციფრული და ინოვაციური პროდუქტის შექმნის გამოცდილებას მიიღებ;
  • საინტერესოდ გაატარებ სამ დღეს და შეხვდები ახალ ადამიანებს;
  • გექნება შანსი, მოიგო უამრავი სიურპრიზი და ფულადი ჯილდო
  • (2100 ევრო) შენი იდეის ხორცშესასხმელად!
რა მოთხოვნებია?  
ჰაკათონში მონაწილეობის მისაღებად, რამდენიმე მოთხოვნას უნდა აკმაყოფილებდე:
  1. სარეგისტრაციო ფორმა უნდა შეავსო 11 ივნისამდე:
  2. შენ მიერ შექმნილი პროდუქტი ჰაკათონის მიზნებს უნდა პასუხობდეს და იყოს ამ ფორმატებიდან ერთერთი:
  • ინტერაქტიული ვიზუალიზაცია;
  • ინფოგრაფიკების სერია;
  • მობილური ან ვებ თამაში;
  • ქვიზი;
  • მობილური ან ვებაპლიკაცია;
  • ანიმაციური ვიდეო;
  • სოციალური ექსპერიმენტი და სხვა.
როგორ მოვიქცე, თუ მონაცემთა ვიზუალიზაციასა და თანასწორობის თემაზე უფრო მეტი ინფორმაციის მიღება მინდა?

თუ ასეა, შენთვის კარგი ამბავი გვაქვს! 

მთავარ ღონისძიებამდე, ჰაკათონის თვე დატვირთული იქნება სხვადასხვა ტრენინგითა და ვორკშოპით მონაცემთა ვიზუალიზაციისა და თანასწორობის თემატიკაზე.

პირველი ტრენინგი 1 ივნისს 17:00 საათზე გაიმართება და მას ირაკლი ჭუმბურიძე, ფორსეტის ინფორმაციული დიზაინერი, გაუძღვება. ირაკლი ისაუბრებს ისეთი ვიზუალიზაციის სპეციფიკაზე, რომელიც სხვადასხვა სოციალური თემის - მათ შორის ადამიანის უფლებების - ადვოკატირებისთვის გამოიყენება.

ირაკლი ასევე განიხილავს ვიზუალიზაციის შექმნის პროცესს - იდეიდან განხორციელებამდე, და მიმოიხილავს ვიზუალიზაციის სხვადასხვა ფორმას, მათ შორის ინფოგრაფიკებს, ინტერაქტიულ ვიზუალიზაციებს, ანიმაციებს, ვებ და მობილურ აპლიკაციებს.

ირაკლი ჭუმბურიძის ტრენინგზე ამ ბმულის საშუალებით შეგიძლია, დარეგისტრირდე. დანარჩენი ორი ტრენინგი კი 7 და 10 ივნისს გაიმართება. თვალი ადევნე ფორსეტის ფეისბუქის გვერდს, რომ არ გამოგრჩეს!

კარგი და... ჰაკათონზე როგორღა დავრეგისტრირდე? 
დარეგისტრირება შეგიძლია ამ ბმულზე!

ვინ აწყობს ამ ჰაკათონს?
ჰაკათონი ორგანიზებულია ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისისა და ფორსეტის მიერ, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსა და News.On.ge-ისთან პარტნიორობით.

 

სიახლეებში დაბრუნება