საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ,„დიდი იდეების გამოწვევა 2021“ დასრულდა. ბრიტანული პროგრამის „შემოქმედებითი ნაპერწკალი“- ის გლობალური პროექტი „დიდი იდეების გამოწვევა 2021“, ფარგლებში, 27 მაისს, სტუ-ში შემაჯამებელი ღონისძიება „ე.წ Elevator Pitch Event“ ჩატარდა, სადაც 10 საუკეთესო იდეა გამოვლინდა.
სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის დაკომპლექტებულმა ჟიურიმ- რომელიც ქართველი და ბრიტანელი წევრებისგან იყო დაკომპლექტებული სტდენტთა ვიდეო მიმართვებს მოუსმინა, რომელიც კონკურსის წესების მიხედვით, მონაწილეების მიერ იყო ჩაწერილი. სტუ-ს ფინალურ ეტაპზე ჯამში წარმოდგენილი იყო 15 ბიზნეს იდეა, საიდანაც ჟიურიმ შესაბამის კრიტერიუმებზე დაყრდნობით საუკეთესო ტოპ 10 იდეა გამოავლინა.
- 10 ტოპ იდეა სტუ-ში:
ეს იდეები და მათი ავტორები, კონკურსის წესების მიხედვით, შემდეგ ეტაპზე გადავიდნენ და საქართველოს მასშტაბით კონკურსში მონაწილეობას გააგრძელებენ.
კონკურსი„დიდი იდეების გამოწვევა 2021 “ იმართებოდა ბრიტანეთის საბჭოს პროგრამის „შემოქმედებითი ნაპერწკალის“ მე-3 წლის პროექტის ფარგლებში და ის სრულად დაფინანსებულია ბრიტანეთის საბჭოს მიერ.
შეგახსენებთ, რომ პროექტი ხორციელდება სტუ-ს საერთაშორისო ურთიერთობებისა და სტანდარტების სამსახურის მიერ და ის კოორდინაციაშია სტუ-ს და კილის უნივერისტეტის ადმინისტრაციებთან.
პროექტის მთავარი პარტნიორია სტუ-ს სტუდენტური თვითმმართველობა. პროექტის ორგანიზატორია სტუ-ს ინოვაციების ცენტრი.
ღონისძიებასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ „სტუ-ს ინოვაციების ცენტრს“ (საერთაშორისო ურთიერთობათა და სტანდარტების სამსახური. სტუ-ს ადმინისტრაციული კორპუსი, II სართული, ოთახი N221; ოთახი N223) ან სტუდენტურ თვითმმართველობას.
კითხვების შეხვედრების სურვილის შემთხვევაში მოგვწერეთ: innovations@gtu.geან დაგვირეკეთტელ.: 2 36 51 29