რუმინეთში შრომის, ჯანმრთელობის და უსაფრთხოების მე-10 საერთაშორისო სიმპოზიუმი გაიმართება
25-05-2021
2021 წლის 18 ოქტომბერს პეტროზანში ( რუმინეთი) შრომის, ჯანმრთელობის და უსაფრთხოების მე-10 საერთაშორისო სიმპოზიუმი SESAM 2021 გაიმართება.
CoViD-19 პანდემიის გამო, ფორუმი ონლაინ რეჟიმში ჩატარდება.
ღონისძიების მიზანია მკვლევარებმა ინდუსტრიის წარმომადგენლებს ფორუმზე ახალი წინადადებები და იდეები შესთავაზონ, რათა ერთმანეთს გაუზიარონ შრომის, ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების სფეროში გამოცდილება.