25-05-2021
ISA Lille (JUNIA ISA) აგრარული და ბიოსაინჟინრო მეცნიერებების ინსტიტუტი (ლილი, საფრანგეთი) აცხადებს აკადემიური პერსონალისა და მკვლევრების მობილობის პროგრამას 2021/22 აკადემიური წლისთვის, პარტნიორ ინსტიტუციებთან საერთაშორისო თანამშრომლობის გასაძლიერებლად.
მობილობა ღიაა პარტნიორი უნივერსიტეტების თანამშრომლებისთვის, როგორც ფიზიკური, ისე ვირტუალური გაცვლითი პროგრამებისთვის.
კოლეგებს ევროკავშირის ქვეყნებიდან, აღნიშნულ გაცვლით პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ Erasmus + გრანტის ფარგლებში.
სასწავლო კურსების ჩამონათვალი პარტნიორი უნივერსიტეტების პედაგოგებისათვის ISA Lille-ში და ასევე, სასწავლო კურსები, რომლებიც შეუძლიათ, რომ თავად ფრანგმა კოლეგებმა შესთავაზონ და წაიკითხონ პარტნიორ უნივერსიტეტებში, იხილეთ
დანართში,
შესაბამისად “Incoming opportunities” და “Outgoing teaching offer” განყოფილებებში.
სიახლეებში დაბრუნება