კომპანია „ვიონი საქართველო“ ვაკანსიას აცხადებს

კომპანია „ვიონი საქართველო“ ვაკანსიას აცხადებს

24-05-2021

ვიონის ჯგუფის წევრი კომპანია ვიონი საქართველო საბაზო სადგურების იჯარის სპეციალისტის პოზიციაზე ვაკანსიას აცხადებს.

ძირითადი მოვალეობები:

** საბაზო სადგურებისთვის საჭირო პოზიციების მოძიება, შესაბამისი სამუშაოების ორგანიზება, წარმოება და საიჯარო ხელშეკრულებების დადება;

** მეიჯარების/მესაკუთრეების პრეტენზიების განხილვა და პრობლემების მოგვარებაზე ზრუნვა; 

** სადგურების დადგმასთან დაკავშირებით მოსახლეობასთან და სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენელებთან კომუნიკაცია და შესაბამისი პროცესების ორგანიზება;

** არსებულ სადგურებზე ხელშეკრულებების განახლება და მესაკუთრისთვის ახალი პირობების შეთავაზება;

** საიტების ლეგალიზაცია - კონტრაქტის გაფორმება; კონტრაქტორი კომპანიისათვის მშენებლობის ნებართვის პროექტის მომზადების დაკვეთა და ნებართვის მიღება;

** სადგურზე არსებული გამოსხივების ინტენსივობის დადგენისას, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის საქმისწარმოებაში კომპანიის წარმომადგენლობა;  

** სახელმწიფო სტრუქტურების/ორგანოების/კომპანიების მიერ გამოცხადებულ აუქციონებში მონაწილეობის მიღება და კომპანიის წარმომადგენლობა;

** მობილურ ოპერატორებთან ურთიერთობის სამსახურის მხარდაჭერა და ოპერატორებთან მოლაპარაკება; 

** შიდა დეპარტამენტის პროცედურების და დებულებების მომზადება და მენეჯმენტისთვის წარდგენა დასამტკიცებლად;

თუ შენ:

** გაქვს უმაღლესი განათლება ტექნოლოგიური/იურიდიული მიმართულებით

** ფლობ (Microsoft Windows, MS-Word, MS-Excel, MS-PowerPoint)

** გაქვს სასამართლოში და ადმინისტრაციულ ორგანოებთან კომპანიის ინტერესების დაცვის გამოცდილება

** გაქვს მობილური კავშირგაბმულობის სადგურების განთავსების/მოძიების/მოლაპარაკების წარმოების გამოცდილება

** გაქვს მობილური კავშირგაბმულობის კომპანიაში მუშაოების გამოცდილება

** სრულყოფილად ფლობ ქართულ ენას და ასევე, საკომუნიკაციო დონეზე იცი ინგლისური და რუსული ენები

** გაქვს მართვის მოწმობა (B კატეგორია)

** გამოირჩევი კარგი ინტერპერსონალური და საკომუნიკაციო უნარებით

და გსურს დინამიურ, საინტერესო და თანამედროვე გარემოში მუშაობა, 

გამოგვიგზავნე რეზიუმე 2021 წლის 10 ივნისის ჩათვლით.

რეზიუმეს გამოგზავნით აპლიკანტი ადასტურებს თანხმობას პერსონალური მონაცემების გადამოწმებასა და რეზიუმეს დაარქივებაზე კომპანიის აპლიკანტთა საძიებო სისტემაში, ასევე პერსონალური მონაცემების გადაცემაზე უფლებამოსილი პირებისათვის, მათ შორის ქვეყნის ფარგლებს გარეთ, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

იყო ვიონის ჯგუფის წევრი, ნიშნავს აიღო პასუხისმგებლობა ბიზნეს ეთიკის მაღალი სტანდარტებისა და ჩვენი კომპანიის იურიდიული პასუხისმგებლობების, ღირებულებების, ქცევის კოდექსის მიმართ ერთგულებაზე. მხარდაჭერა გამოუცხადო კომპლაენსის პოლიტიკებსა და პროცედურებს.

ჩვენი ღირებულებები - ვიყოთ კლიენტით მონუსხული, პროგრესული, ნოვატორი, პარტნიორი და პატიოსანი, განაპირობებს კომპანიის წარმატებას და პირველობისკენ სწრაფვას.

პატიოსნება მოითხოვს ვიმოქმედოთ ეთიკური ნორმების დაცვით, გულწრფელად და გახსნილად.

ვიონის ჯგუფი წარმოადგენს საკომუნიკაციო და ტექნოლოგიური სერვისების წამყვან საერთაშორისო პროვაიდერს, რომლის სათაო ოფისი მდებარეობს ქალაქ ამსტერდამში. ვიონის ჯგუფი 10 ქვეყანაში 5 სხვადასხვა ბრენდით არის წარმოდგენილი.

ვიონის ჯგუფის წევრი კომპანია შპს „ვიონი საქართველო“ საქართველოს ბაზარზე ბილაინის ბრენდით ოპერირებს. ბილაინი უზრუნველყოფს 2G GSM 900/1800MHz, 3G 2100 MHz(B3), 4G/LTE 800 MHz (B20) უსადენო მომსახურებას 1 800 000-ზე მეტი აბონენტისთვის.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და სხვა ვაკანსიების სანახავად გამოიწერეთ ჩვენი LinkedIn-ის გვერდი:

https://www.linkedin.com/company/veon-georgia/კომპანია ვიონი საქართველო საბაზო სადგურების იჯარის სპეციალისტის პოზიციაზე ვაკანსიას აცხადებს.კომპანია ვიონი საქართველო საბაზო სადგურების იჯარის სპეციალისტის პოზიციაზე ვაკანსიას აცხადებს.


 

სიახლეებში დაბრუნება