მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

სტუდენტებს, რომლებმაც ვერ შეძლეს შუასემესტრულ გამოცდებზე გასვლა, აღდგენის საშუალება ინდივიდუალური სასწავლო გრაფიკის ფარგლებში მიეცემათ

სტუდენტებს, რომლებმაც ვერ შეძლეს შუასემესტრულ გამოცდებზე გასვლა, აღდგენის საშუალება ინდივიდუალური სასწავლო გრაფიკის ფარგლებში მიეცემათ

22-05-2021


ძვირფასო სტუდენტებო,

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორისა და აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით, 2020-2021 სასწავლო წლის II სემესტრში, კოვიდპანდემიის გათვალისწინებით, ყველა სტუდენტი გადაყვანილია სწავლების ინდივიდუალურ გრაფიკზე. 

ასევე, გაცნობებთ, რომ შუსემესტრული გამოცდები სრულდება 22 მაისს. შესაბამისად იმ სტუდენტებს, რომლებმაც ვერ შეძლეს შუალედურ გამოცდაზე გასვლა, ინდივიდუალური სასწავლო გრაფიკის ფარგლებში, მიეცემათ შუალედური გამოცდების აღდგენის საშუალება დასკვნითი გამოცდების დაწყებამდე ერთი კვირით ადრე. 

აღნიშნულთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია წინასწარ განთავსდება უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე.


სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11