თანამშრომლობა ზაარლანდის ტექნიკისა და ეკონომიკის უნივერსიტეტსა და სტუ-ის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტს შორის

თანამშრომლობა ზაარლანდის ტექნიკისა და ეკონომიკის უნივერსიტეტსა და სტუ-ის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტს შორის

20-05-2021

გერმანულენოვან გაზეთ „კავკასიის ფოსტაში“, 2020 წლის ოქტომბერ-ნოემბრის ნომერში, დაიბეჭდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და ზაარლანდის ტექნიკისა და ეკონომიკის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის შესახებ ვრცელი სტატია, სადაც საუბარია ამ ორ უნივერსიტეტს შორის არსებულ თანამშრომლობაზე, რომელიც 1989 წელს იღებს სათავეს. ამაში დიდი წვლილი მიუძღვით სტუ-ის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის პროფესორ გენადი იაშვილს და ზაარლანდის ტექნიკისა და ეკონომიკის უნივერსიტეტის პროფესორ ვოლფგანგ ბლუმბახს.

დღეს გერმანული მხარე წარმოდგენილია ვილჰელმ ჰაუზერის და სხვა გერმანელი პროფესორების სახით (შტეფან ჰუტერი, დომენიკ შუგი, მალტე ბაინჰაუერი).

დღესდღეობით, როგორც სტატიაშია აღნიშნული, აქტიურად მიმდინარეობს ერთობლივი სამაგისტრო პროგრამის მომზადება.

სტატიის ელ. ვერსია გერმანულ ენაზე და ასევე ქართული თარგმანიც, იხილეთ მიბმულ ფაილებში.


 

სიახლეებში დაბრუნება