საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე არჩევნები დაინიშნა

საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე არჩევნები დაინიშნა

18-05-2021

“უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის, საქართველოს განათლების და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 9 სექტემბრის #133/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სსიპ- საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წესდების“ 22-ე მუხლის მე-3 პუნქტის, სტუ-ის საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა  ფაკულტეტის საბჭოს 2021 წლის 20 აპრილის №58 ოქმის საფუძველზე,  საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭო აცხადებს არჩევნებს ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობის დასაკავებლად.

კანდიდატების განცხადებების რეგისტრაცია იწარმოებს 2021 წლის 17 მაისიდან - 22 მაისის ჩათვლით, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე, ფაკულტეტის საარჩევნო კომისიაში (მის: თბილისი, კოსტავას ქ. №77, მეექვსე სასწავლო კორპუსი, მერვე სართული, ოთახი  №815, ტ.: 599 93 31 05;

2021 წლის 28 მაისს 14:00 საათზე მოხდება კანდიდატთა მიერ სამოქმედო პროგრამის საჯაროდ წარდგენა ფაკულტეტის საბჭოში.

არჩევნები ჩატარდება 2021 წლის 31 მაისს.

საარჩევნო კომისიის მიერ კანდიდატისათვის რეგისტრაციაზე უარის შესახებ გადაწყვეტილებაში მიეთითება უარის თქმის საფუძველი და კანდიდატის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტში არსებული ხარვეზის (ხარვეზების) შესახებ. კანდიდატი უფლებამოსილია, ხარვეზი გამოასწოროს 3 დღის განმავლობაში. კანდიდატი უფლებამოსილია, რეგისტრაციაზე უარი გაასაჩივროს ფაკულეტეტის საარჩევნო

კომისიაში 1 დღის განმავლობაში.

საჩივართან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას უნივერსიტეტის საარჩევნო კომისია იღებს 2 დღის განმავლობაში.

არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად არ დაიშვება პირი, რომელსაც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ადმინისტრაციული თანამდებობის დაკავება შეზღუდული აქვს მოქმედი კანონმდებლობით.

65 წლისა და მეტი ასაკის პირის მიერ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობის დაკავების საკითხს ინდივიდუალურად წყვეტს აკადემიური საბჭო; ამ საკითხზე აკადემიურ საბჭოს დაინტერესებულმა პირმა უნდა მიმართოს განცხადებით. განცხადების წარდგენის ვადაა 2021 წლის 16 მაისამდე 10:00 საათიდან 17:00 საათამდე, კანცელარიის მეშვეობით.

კანდიდატმა განცხადებას თან უნდა დაურთოს:

  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (პ/მოწმობის, პასპორტის) ასლი;
  • ცნობა ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისადა სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე დაკავებული აკადემიური თანამდებობის შესახებ;
  • სამოქმედო გეგმა;
  • ინფორმაცია განათლების, შრომითი გამოცდილების, აკადემიური ხარისხის თაობაზე;
  • დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებს კანდიდატის მიმართ წაყენებულ მოთხოვნებთან მის შესაბამისობას.

ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობა შეიძლება დაიკავოს პირმა, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს:

  • არის საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისადა სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი ან ასოცირებული პროფესორი;
  • გააჩნია ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის 4 (ოთხი) წლის გამოცდილება;

აკმაყოფილებს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:

  • ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსს მოეთხოვება:
  • ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციის მიერ შემუშავებული ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტების და სახელმძღვანელო პრინციპების ცოდნა ევროპის უმაღლესი განათლების სივრცეში.
  • ABET (Accreditation Board for Engineering and Technology)-ის აკრედიტაციის სტანდარტებისა და პროცედურების ცოდნა;
  • სახელმწიფო ენის ცოდნა;
  • განათლების სფეროში ხარისხის მართვის პრინციპების ცოდნა;
  • კომპიუტერული პროგრამების - MS Office-ის ცოდნა;
  • სამართლებრივი აქტების ცოდნა:

საქართველოსკანონი „უმაღლესი განათლებისშესახებ“;

საქართველოს კანონი „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“; საქართველოს კანონი „პროფესიული განათლების შესახებ“.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებების ცოდნა: საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების

აკრედიტაციის

დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ;

საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ;

უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების კრედიტებით გაანგარიშების წესის დამტკიცების შესახებ;

პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების კრედიტებით გაანგარიშების წესის დამტკიცების შესახებ;

ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს დამტკიცების შესახებ.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შიდა მარეგულირებელი დოკუმენტების   ცოდნა:

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ხარისხის უზრუნველყოფის შიდა მექანიზმები;

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სასწავლო პროცესის მართვის ინსტრუქცია;

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში საგანმანათლებლო პროგრამის დაგეგმვის, შემუშავების, შეფასების და განვითარების წესი;

სასწავლო კურსის პროგრამის (სილაბუსის) განხილვისა და დამტკიცების წესი; სასწავლო კურსის (საგნის) კოდის მინიჭების წესი;

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტის მაგისტრატურის დებულება; საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტის დოქტორანტურის დებულება; სხვა შიდა საუნივერსიტეტო დოკუმენტები.

- არჩევნები ჩატარდება „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის, სსიპ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წესდებისა და „საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და ფაკულტეტის მართვის ორგანოების (მმართველი სუბიექტების) არჩევნების ჩატარების შესახებ“ საუნივერსიტეტო დებულების შესაბამისად.

ეთხოვოს სტუ აკადემიურ საბჭოს აღნიშნული გადაწყვეტილების განხილვა;

საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის  საბჭოს ოქმის ამონაწერი :


 

სიახლეებში დაბრუნება