საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურისა და მოდის დიზაინის ტექნოლოგიების საბაკალავრო პროგრამებზე ჩაბარების მსურველი აბიტურიენტების საყურადღებოდ!
ქართულენოვანი საბაკალავრო პროგრამის - "არქიტექტურა“ და რუსულენოვანი საბაკალავრო პროგრამის - "Архитектура“ არჩევის შემთხვევაში, ერთიან ეროვნულ გამოცდებამდე აბიტურიენტმა უნდა გაიაროს გასაუბრება ხატვასა და ხაზვაში.
ქართულენოვანი საბაკალავრო პროგრამის - “მოდის დიზაინის ტექნოლოგიები“ არჩევის შემთხვევაში, ერთიანი ეროვნული გამოცდებამდე აბიტურიენტმა უნდა გაიაროს გასაუბრება მხოლოდ ხატვაში.
გასაუბრება ხატვასა და ხაზვაში ჩატარდება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პირველ კორპუსში, არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტზე:
კოვიდპანდემიის საპრევეციო ღონისძიებებიდან გამომდინარე, რეგულაციების სრულად დაცვისთვის საჭიროა, 2021 წლის 13 მაისიდან 13 ივნისის ჩათვლით, გაიაროთ წინასწარი რეგისტრაცია ბმულზე: https://forms.gle/g13kjvkbAo1LAq3i6 და 2021 წლის 1-დან 19 ივნისის ჩათვლით, შეავსოთ გასაუბრების სარეგისტრაციო ფორმა:
გასაუბრებაზე ვიზიტის ცვლილების ან რაიმე პრობლემის შემთხვევაში, გთხოვთ დაუკავშირდეთ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკის და დიზაინის ფაკულტეტს.
იხილეთ გასაუბრების შესახებ, დეტალური ინფორმაცია (ვიდეოკონსულტაცია)