NGT ჯგუფი ინჟინერ-ტექნიკოსის პოზიციაზე ვაკანსიას აცხადებს

NGT ჯგუფი ინჟინერ-ტექნიკოსის პოზიციაზე ვაკანსიას აცხადებს

14-05-2021

NGT ჯგუფი ინჟინერ-ტექნიკოსის პოზიციაზე ვაკანსიას აცხადებს. კომპანია ეძებს ენერგიულ, მოტივირებულ, ცნობისმოყვარე და პრობლემის ამოხსნაზე ორიენტირებულ თანამშრომელს, რომელსაც  აქვს ინტერესი აღნიშნულ სფეროში და სურს რომ აიმაღლოს კვალიფიკაცია. ვაკანსიაზე განიხილება დამამამთავრებელი კურსის სტუდენტებიც.

“ენ ჯი თი ჯგუფი” წარმოადგენს ათწლიანი გამოცდილების მქონე და ბაზარზე ერთ-ერთ ყველაზე დინამიურად განვითარებად (IT) სერვისების კომპანიას. ჩვენი დამკვეთები არიან მსხვილი და საშუალო ორგანიზაციები საფინანსო, სახელმწიფო და სამედიცინო სექტორიდან. კომპანია წარმოადგენს საქართველოში 30-მდე საერთაშორისო კლასის ვენდორს, რომლებიც ლიდერები არიან თავიანთ სფეროში.

ვის ვეძებთ? თუ ხარ:

  • სიახლეებისა და გამოწვევების მოყვარული
  • გაქვს კრეატიული და ანალიტიკური აზროვნების უნარი
  • გაქვს ძლიერი ტექნიკური უნარები და მოგწონს ელექტრონულ მოწყობილობებთან მუშაობა
  • გაქვს სიახლეებისა და ახალი ტექნოლოგიების სწრაფად ათვისების უნარი
  • ორგანიზებული და პუნქტუალური, პასუხისმგებლიანი და დეტალებზე ორიენტირებული

რას გააკეთებ?

  • კომპანიის მიერ რეალიზებული აპარატურის და მისი მაკომპლექტებელი ნაწილების ინსტალაცია, დეინსტალაცია, გადაადგილება და მოდიფიკაცია, დაზიანებების/ხარვეზების გამოსწორება
  • ტექნიკური საკითხების მოგვარებაში და პროექტებში აქტიური მონაწილეობა
  • კომპიუტერული ტექნიკის, მოწყობილობების, ქსელების ინსტალაცია და კონფიგურაცი

აუცილებელია, რომ გქონდეს:

  • დასრულებული საშუალო განათლება
  • მართვის მოწმობა: B კატეგორია - მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
  • ინგლისური ენის საშუალო დონეზე ცოდნა

კარგი იქნება, რომ გქონდეს:

  • უმაღლესი ან პროფესიული კოლეჯის განათლება ტექნიკური მიმართულებით
  • საბაზისო ელექტროობის და კავშირგაბმულობის საფუძვლების ცოდნა
  • ელექტრული სქემების და მექანიკური ნახაზების გარჩევის ცოდნა
  • ინფორმაციის მოძიების, სწავლის უნარი

რას გთავაზობთ?

კონკურენტულ ანაზღაურებას და ბენეფიტებს.

მოხვდები ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ აიტი კომპანიაში.

იმუშავებ ინდუსტრიაში ძალიან გამოცდილი და წარმატებული ხალხის გვერდით.


 

სიახლეებში დაბრუნება