საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი და საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერენ ხელს
13-05-2021
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და საქართველოს რაგბის კავშირი, 14 მაისს, 13:00 საათზე, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს გააფორმებენ.
დოკუმენტს ხელს მოაწერენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი დავით გურგენიძე და საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი იოსებ ტყემელაძე.
მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ კორპუსში გაიმართება.