პროექტი PRINTeL - I ყოველწლიური სწავლებისა და სწავლის ფორუმი „უმაღლეს განათლებაში ციფრული სწავლებისა და სწავლის საკითხები და პერსპექტივები“

პროექტი PRINTeL - I ყოველწლიური სწავლებისა და სწავლის ფორუმი „უმაღლეს განათლებაში ციფრული სწავლებისა და სწავლის საკითხები და პერსპექტივები“

13-05-2021

20 მაისს  Erasmus+ PRINTeL პროექტის პირველი ყოველწლიური სწავლებისა და სწავლის ფორუმი გაიმართება,  სახელწოდებით -    „უმაღლეს განათლებაში ციფრული სწავლებისა და სწავლის საკითხები და პერსპექტივები“ ("ISSUES AND PERSPECTIVES OF DIGITALLY-ENHANCED TEACHING & LEARNING IN HIGHER EDUCATION").

ფორუმი დაიწყება 12:00 სთ (თბილისის დროით) და ონლაინ რეჟიმში ჩატარდება. ვებინარის თემატიკა ფოკუსირებული იქნება იმაზე, თუ როგორ უპასუხეს ევროპისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების უნივერსიტეტებმა Covid-19 კრიზისის დროს წარმოქმნილ თანამედროვე გამოწვევებს სწვლებასა და სწავლაში; წარმოდგენილი იქნება პანდემიის პირობებში ინოვაციურ და ტექნოლოგიებზე დაფუძნებულ სწავლებასა და სწავლასთან დაკავშირებით PRINTeL პროექტის პარტნიორი უნივერსიტეტების გამოცდილება; ასევე, გაანალიზებული იქნება ბოლო პერიოდში სწავლებასა და სწავლაში არსებული ძირითადი გამოწვევების საპასუხოდ უნივერსიტეტის საზოგადოების მხარდასაჭერად არსებული საშუალებები და შესაძლებლობები.
 
ვებინარი საინტერესო იქნება უნივერსიტეტისა და სკოლის პედაგოგებისთვის; ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარმომადგენლებისთვის; სტუდენტებისთვის; უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მენეჯმენტისთვის, რომელიც ჩართულია სწავლებისა და სწავლის პროცესებში და უმაღლესი განათლების სისტემაში გადაწყვეტილების მიმღები სხვა დაინტერესებული პირებისათვის.

ვებინარის სესიები მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა უნივერსიტეტის პედაგოგების მოლოდინები მომავალ, პოსტკოვიდური ციფრული ხანაში; ონლაინ კავშირი სტუდენტებთან; სტუდენტთა შეფასება: როგორ შევაფასოთ სტუდენტი ონლაინ; პედაგოგთა ხელშეწყობის მნიშვნელობა და ორგანიზაცია.

ვებინარის სამუშაო ენა ინგლისურია.

ფორუმში მონაწილეობის მსურველებს შეუძლიათ ონლაინ დარეგისტრირება ვებინარის დაწყებამდე, ნებისმიერ დროს.


ღონისძიებასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ მოსაწვევი და პროგრამა.

PRINTeL პროექტთან (პროექტი PRINTeL - „ცვლილება საკლასო ოთახში: ინოვაციური სწავლისა და სწავლების მხარდაჭერა სტუდენტთა სასწავლო პრაქტიკის გააქტიურებისთვის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში“) დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ იხილოთ PRINTeL პროექტის ოფიციალური ვებგვერდი და სტუ-ს საერთაშორისო ურთიერთობათა და სტანდარტების სამსახურის ვებგვერდი.

 

სიახლეებში დაბრუნება