აღდგომის მადლმა სიხარულით აავსოს ჩვენი გულები, მოგვმადლოს სიკეთით სავსე ცხოვრება და ჯანმრთელობა, გააძლიეროს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ხალხი, განურჩევლად ეროვნებისა და აღმსარებლობისა.
მეორე წელია აღდგომის დღესასწაულის აღნიშვნა პანდემიის პირობებში გვიწევს. უნდა ვირწმუნოთ, რომ უფლის შეწევნითა და ურთიერთთანადგომით დავძლევთ ამ სირთულეს და ჩვენს სასიცოცხლო ენერგიას, როგორც ყოველთვის, მივმართავთ სიყვარულისა და სიკეთისკენ, განათლებისა და განვითარებისკენ.
აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული გვავსებს რწმენითა და უდიდესი იმედით, რომ სიცოცხლე ღვთის მადლით სძლევს სიკვდილს, რომ სიკეთე და სიყვარული სძლევს ბოროტებას, რომ განათლება სწავლითა და გარჯით სძლევს სიბნელეს!
ქრისტე აღდგა! ჭეშმარიტად აღდგა!
დავით გურგენიძე,
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი