ძვირფასო სტუდენტებო,
გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 30 აპრილიდან 12 მაისის ჩათვლით, საქართველოს მასშტაბით, უქმე დღეებია გამოცხადებული. შესაბამისად, ამ პერიოდში, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სასწავლო აქტივობები არ ჩატარდება.
სასწავლო პროცესი განახლდება 2021 წლის 13 მაისიდან (ხუთშაბათი), სასწავლო ცხრილების შესაბამისად. ცხრილების ბმულები განთავსდება:
ასევე, გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ მნიშვნელოვან ინფორმაციას, რომელიც II სემესტრის შუასემესტრულ გამოცდებს ეხება:
შუასემესტრული გამოცდების ცხრილები, ბმულის სახით, 2020 წლის 29 აპრილიდან განთავსდება სტუ-ის ოფიციალურ გვერდებზე:
საგამოცდო ცხრილებში მითითებული იქნება ჯგუფის ნომერი, სასწავლო კურსის დასახელება, გამოცდის ჩატარების ელექტრონული მისამართი, თარიღი, დრო და გამოცდის მიმდინარეობის ხანგრძლივობა.
უნივერსიტეტი მოგმართავთ თხოვნით, დაიკავოთ თადარიგი, წინასწარ შეამოწმოთ საგამოცდო ცხრილი და პრობლემის აღმოჩენის შემთხვევაში შეავსოთ „ფორმა“, რომელიც ბმულის სახით განთავსებულია სტუ-ის ოფიციალურ გვერდებზე:
https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSepSQs1zYOc5cvSvDFzqQateUKLtG4wvxhdYXphEh_YkNsVbA/viewform
გთხოვთ, ასევე, გაითვალისწინოთ, რომ ჯამური ქულა (მიმდინარე სასწავლო აქტივობა + შუასემესტრული გამოცდა), რაც გახდება დასკვნით გამოცდებზე დაშვების წინაპირობა, სამივე საფეხურის სტუდენტებისთვის იქნება 30 ქულა.
2020-2021 სასწავლო წლის II (გაზაფხულის) სემესტრის სასწავლო განრიგის შესახებ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის ბრძანება და შესაბამისი დანართი შეგიძლიათ იხილოთ ბმულებზე:
https://gtu.ge/pdf/brdzanebebi/29043487%20(1).pdf
http://leqtori.gtu.ge:9000/public/danarTi_28.04.2021.pdf
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი სასიამოვნო დასვენებას გისურვებთ!